სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-225/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 12/06/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2019
სარეგისტრაციო კოდი
02-225/ო
12/06/2019
ვებგვერდი, 24/06/2019
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-225/ო 

2019 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

 სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ (დანართი №1) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების შესაბამისად

ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „გორმედიზე“ (ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი №14ა) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და დანართი: „ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6)

3. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი:

შპს „გორმედის“ გენერალური დირექტორის გ. სვანიძის განცხადება №63741, 06.05.2019წ.

 ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ -483-71, ზეპირი მოსმენის ოქმი №19 11.06.2019წ.

სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი.