დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 05 03 01) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016555 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 05 03 01) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 05 03 01) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №81 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2018წ., 010250050.35.160.016517) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დადგენილების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 05 03 02) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 05 03 02) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“; გ) დადგენილების პირველი მუხლის დანართი №1-ით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 05 03 02) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საერთაშორისო დაფინანსების (უცხოური გრანტები) მოზიდვის შემთხვევაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდა (29 წლამდე) ინიციატორთა ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების თანადაფინანსების (არაუმეტეს 50%) პროცედურებს და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში.“; დ) დადგენილების პირველი მუხლის დანართი №1-ით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ქვეპროგრამა – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „ინიციატივების თანადაფინანსება“ ქვეპროგრამა (კოდი 05 03 02).“; ე) ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლის დანართი №1-ით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი; ვ) დადგენილების პირველი მუხლის დანართი №1-ით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 05 03 02) ფარგლებში გათვალისწინებულია ინიციატივების თანადაფინანსება პროექტის ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით.“; ზ) დადგენილების პირველი მუხლის დანართი №1-ით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. დაფინანსებისათვის თანხის გაცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „ინიციატივების თანადაფინანსება“ (კოდი 05 03 02) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი პროექტის დაფინანსებისათვის თანხის გაცემას ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები