გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №123 - გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №123 - გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 123
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016016
123
14/06/2019
ვებგვერდი, 21/06/2019
000000000.00.148.016016
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №123 - გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №123

 

2019 წლის 14 ივნისი

ქალაქი გორი

 

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

 

გორის მუნიციპალიტეტის მერმა წარმოგვიდგინა ინიციატივა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში მდებარე სპორტულ მოედანს (ს/კ 66.48.04.293) დაერქვას 1993 წლის სექტემბერში აფხაზეთის ომში დაღუპული სერჟანტის – მალხაზ ჯავახიშვილის სახელი. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: ნაკვეთის ზუსტი ფართობია  8147 კვ.მ, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება – საბავშვო ბაღი (ს/კ 66.48.04.069); აღმოსავლეთით – დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; სამხრეთით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.48.10.080); დასავლეთით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.48.04.211).

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2019 წლის 7 მაისის №15 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შემთხვევაში  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:

1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს სპორტულ მოედანს (ს/კ 66.48.04.293), რომლის აღწერაა: ნაკვეთის ზუსტი ფართობი  8147 კვ.მ, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება საბავშვო ბაღი (ს/კ 66.48.04.069); აღმოსავლეთით დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; სამხრეთით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.48.10.080); დასავლეთით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 66.48.04.211), ეწოდოს მალხაზ ჯავახიშვილის სახელი.

2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                     დავით რაზმაძე