ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და გადახდის ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და გადახდის ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.114.016422
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
19/06/2019
ვებგვერდი, 21/06/2019
210020010.35.114.016422
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და გადახდის ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/06/2019 - 27/12/2019)

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2019 წლის 19 ივნისი

დაბა ჩოხატაური

 

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და გადახდის ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი  პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, 93-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია თანახმად დანართისა (დანართი 1).
მუხლი 2
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა თანახმად დანართისა (დანართი 2).

 

მუხლი 3
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის გადახდის ქვითრის ტიპური ფორმა თანახმად დანართისა (დანართი 3).

 

მუხლი 4
ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და გადახდის ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივნისის №13 დადგენილება.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე



დანართი 1
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და დაბა ბახმაროს ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

.

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია აწესრიგებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემის მქონე დასახლებული და დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების და გატანის  სისტემის  მქონე  დასახლებული  და დაბა  ბახმაროს  ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს.

3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

4. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი სამსახური უგზავნის შეტყობინებას მოსაკრებლის ოდენობის შესახებ. შეტყობინებას თან ერთვის, ამ ინსტრუქციის შესაბამისად, დასაბუთებული გაანგარიშება.

5. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.


მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადახდა სავალდებულოა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების, გატანის სისტემის მქონე ტერიტორიებსა და დაბა ბახმაროში საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, ამ ინსტრუქციის თანახმად.

 


მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი,  მისი  გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

 

1. მოსაკრებლის განაკვეთს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. მოსაკრებელის განაკვეთი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0.25 ლარით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. ორგანიზაციების, დაწესებულებისა და იურიდიული პირებისათვის კი დაკავებული შესაბამისი ფართის მიხედვით.

3. მოსაკრებელი დაბა ბახმაროს ტერიტორიის დასუფთავებისათვის დადგენილია ერთ მესაკუთრეზე ან/და მოსარგებლეზე 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.

4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსა და დაბა ბახმაროში (სეზონურად) მოსახლისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი/მოკლე ტექსტური შეტყობინება დასუფთავების გადასახადების ელექტრონული პროგრამის საშუალებით ეგზავნება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს ან/და მოსარგებლეს, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი/მოკლე ტექსტური შეტყობინება  გაიგზავნება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

6. ფიზიკური პირი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელს იხდის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7.  მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს მოსაკრებლის გადახდის ქვითარში/მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.

8. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.

9. ნარჩენების წარმომქმნელთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

10. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.

11. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში   შესვლისას,   უფრო   მცირეა,   ვიდრე   გადახდის   დღის   დადგომის   შემდეგ,   სხვაობა  უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.


მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან  გათავისუფლება
 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის, მომსახურების მიწოდებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

2. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.

3. საწარმოო ობიექტმა ან/და ორგანიზაციამ, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ცვლილების შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს (შესაბამისი დასაბუთებით), მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ განთავისუფლდება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.

4. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის საშუალებით) მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფოსტის საშუალებით) მომართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ (აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე).

5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები სარგებლობენ მოსაკრებლის გადახდის 50%-ანი შეღავათით.

6. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, სოციალურად დაუცველი ოჯახები კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმით (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არსებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა უტოლდება ან ნაკლებია 65 000 ქულაზე);

ბ)  დევნილები;

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

დ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიაონობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები და დაზარალებული პირები.

7. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ წარმოექმნებათ ნარჩენი ერთხელ მაინც კალენდარული თვის მანძილზე.

8. ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ აღნიშნული წესის ძალაში შესვლის თარიღამდე, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დავალიანების გადახდისაგან.

9. მოსაკრებლის განაკვეთის შეცვლა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი დასაბუთების (ქრონომეტრაჟის და ტენდენციების) საფუძველზე.


მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი, პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს უნაღდო, დაბა ბახმაროში ასევე ნაღდი  ანგარიშსწორებით. მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში, მუნციპალიტეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე გაცემული, შესაბამისი ქვითრის წარდგენით.

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.

3. დაბა ბახმაროში უძრავი ქონების მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია გადახდის ქვითრის/მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში გადაიხადოს მოსაკრებელი.

4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

5. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.


მუხლი 6. პასუხისმგებლობა  მოსაკრებლის  გადახდევინებისათვის

 

1. დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომუნალურ სამსახურს ,,სხივს“:

ა) მოსაკრებლის გამოანგარიშების და ბიუჯეტში შეტანის ორგანიზება;

ბ) სააბონენტო მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მართვა;

გ)კვარტალური ანგარიშის წარდგენა.

2. დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროს“ დაბა ბახმაროს მოსაკრებელის გადამხდელთა აღრიცხვა და დასუფთავების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითარი) აბონენტებისათვის წარდგენა.

3. კონტროლი დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებასა და წინამდებარე დადგენილების მოთხოვნათა შესრულებაზე დაევალოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხეველობის და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურებს.

4. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



დანართი 2

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის

მოსაკრებლის ოდენობა


ცხრილი 1

 


 

 

 

მოსაკრებლის გადამხდელთა  დასახელება

 

ზომის ერთეული

მოსაკრებლის ოდენობა თვეში (ზომის ერთეულზე) ლარი

1

იუსტიციის სახლები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის 1 კვმ

0.08

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის  ფართზე მოსაკრებელი  არ  დაერიცხება)

საერთო ფართის 1 კვმ

0.08

3

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0.08

4

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთ მოსწავლეზე

0.05

5

სასტუმროები, საოჯახო ტიპის სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არდაერიცხება)

 

მომსახურების ერთეული (საწოლი)

1.5

6

საავადმყოფოები, პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები

საერთო ფართის 1 კვმ

0.08

7

ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე  მოსაკრებელი არ დაერიცხება)

საერთო ფართის 1 კვმ

0.5

8

სტადიონები, კერძო სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა

ღია ფართის 1 კვმ

0.02

დახურული ფართის 1კვმ

0.08

9

სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზები)

დახურული ფართის 1 კვმ

0.35

10

სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები (სავაჭრო დარბაზები)

სამუშაო ფართის 1 კვმ

0.35

11

აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები

სამუშაო ფართის 1 კვმ

0.024

12

შერეული საქონლის ბაზრობები

სამუშაო ფართის 1 კვმ

0.3

13

ავტოსადგომები და საწყობები

ღია ფართის 1 კვმ

0.05

დახურული ფართის 1 კვმ

0.08

14

ავტოგასამართი სადგურები

საერთო ფართის 1 კვმ

0.09

15

 

 

ავტომანქანების სარემონტო სადგურები, ტექნიკური მომსახურების ადგილები

ღია საერთო ფართის 1 კვმ

0.05

საერთო ფართის 1 კვმ

0.16

16

აბანოები, საუნები

საერთო ფართის 1 კვმ

0.2

17

სადალაქო და სილამაზის სალონები

საერთო ფართის 1 კვმ

0.35

18

მცირე სამეწარმეო საქმიანობა, შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის 1 კვმ

0.30

19

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები

ერთ საჯდომ ადგილზე

1.0

20

საბანკეტო დარბაზი სარიტუალო მომსახურებისათვის

ერთ საჯდომ ადგილზე

0.50

21

საცხობები

სამუშაო ფართის 1 კვმ

0.35

22

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები

საერთო ფართის 1 კვმ

0.35

23

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო ფართის 1 კვმ

0.2

24

სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა )

საერთო ფართის 1 კვმ

0.3

 

       დაბა ბახმაროს ტერიტორიაზე დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა

                                                                                                                                                       ცხრილი 2

 

N

 

იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები

 

ზომის ერთეული

მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)

1

სასტუმრო

მომსახურეობის ერთეული (საწოლი)

2,25

2

პოლიცია

საერთო ფართის 1მ2

0,12

3

სახანძრო სამაშველო სამსახური

საერთო ფართის 1მ2

0,12

4

პოლიკლინიკა სავადმყოფო

საერთო ფართის 1მ2

0,12

5

შემოქმედის ეპარქიის რეზიდენცია

საერთო ფართის 1მ2

0,12

6

დაცვის სამსახური

საერთო ფართის 1მ2

0,12

7

სასურსათო და სამრეწველო მაღაზიები

საერთო ფართის 1მ2

0,53

8

საცხობები

საერთო ფართის 1მ2

0,53

9

დასასვენებელი სახლები (ბანაკები)

მომსახურეობის ერთი ადგილი

0,18

10

აგრარული ბაზარი

ღია ფართის 1მ2

0,024

11

აფთიაქები

საერთო ფართის 1მ2

0,53

12

აბანოები

საერთო ფართის 1მ2

0,53

13

სადალაქო, სილამაზის სალონი

საერთო ფართის 1მ2

0,53

14

სასადილოები

ერთ საჯდომ ადგილზე

1,5

15

ღია ტიპის დასვენების და გასართობი თავშეყრის ადგილები, ატრაქციონები.

ღია ფართის 1მ2

0,03

16

მცირე ზომის ატრაქციონები

ღია ფართობის 1მ2

0,03

17

გურიის სატყეო სამმართველოს (ბახმაროს უბანი)

საერთო ფართის 1მ2

0,12

18

ავტოსადგომები

საერთო ფართის 1მ2

0,12

19

ოფისები, სააგენტოები, ბანკები, საკრედიტო, საფინანსო და სახელმწიფო ორგანიზაციები.

საერთო ფართის 1მ2

0,12

20

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0,12

 


დანართი 3

 

.

.

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

სახაზინო კოდი

 

ქვითარი:

 

მისამართი:

საიდენტიფიკაციო კოდი ან პირ. N:

სამუშაო ფართის 1კვ.მ (ან ერთ სულზე)

ტარიფი

რაოდენობა

0.00

0.00

თარიღი

ოპერაციის ტიპი

თანხა

 

---- --------- 20-----

დარიცხვა

0.00

დებეტი

0.00

გადახდილია

0.00

გადასახდელია

0.00

გთხოვთ არაუგვიანეს 20 რიცხვისა გადაიხადოთ მოსაკრებელი, გადაუხდელობის შემთხვევაში გატარდება ადმინისტრაციული ზომები.

 

 

ძვირფასო მოქალაქენო!

 

ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გადახდება თვეში ერთხელ თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშწორების წესით.

 

მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის შესახებ ინფორმაცია გადამხდელს შეიძლება ეცნობოს SMS შეტყობინებით, რომელიც: ანაცვლებს ამ ქვითრის მიღების სამართლებრივ მნიშვნელობას. დავალიანების ნებაყოფლობით გადახდევინების მიწერილობის უგულებელყოფისას კალენდარული წლის 20 დეკემბრისთვის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად საქმე წარედგინება სასამართლოს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ მერიის ზედამხედველობის სამსახურს.

 

ტელ: 577 95 31 18

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია

 

მოსაკრებელი კურორტ ბახმაროს დასუფთავებისათვის

სახაზინო კოდი

 

ქვითარი:

 

მისამართი:

საიდენტიფიკაციო კოდი ან პირ. N:

მესაკუთრე ან/და მოსარგებლე

ტარიფი

რაოდენობა

0.00

5(ხუთი)ლარი

თარიღი

ოპერაციის ტიპი

თანხა

 

---- -------- 20-----

დარიცხვა

0.00

დებეტი

0.00

გადახდილია

0.00

გადასახდელია

0.00

გთხოვთ არაუგვიანეს მოსაკრებლის გადახდის ქვითარის გამოიწერიდან 5 დღის ვადაში გადაიხადოთ მოსაკრებელი. გადაუხდელობის შემთხვევაში გატარდება ადმინისტრაციული ზომები.

 

ძვირფასო მოქალაქენო!

 

ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში უნაღდო/ნაღდი ანგარიშწორების წესით.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ მერიის ზედამხედველობის სამსახურს.

 

 

 

ტელ: 577 95 31 18