„მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №382 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №382 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 288
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 270000000.10.003.021305
288
19/06/2019
ვებგვერდი, 20/06/2019
270000000.10.003.021305
„მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №382 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №288

2019 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

„მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №382 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის  №382 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2018,  270000000.10.003.020698) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას შერჩევითი კონტროლის წესისა და პირობების“:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შერჩევით კონტროლს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების  დეპარტამენტი (შემდგომში − ზედამხედველი ორგანო), ხოლო სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების ინტეგრირებული მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, ზედამხედველი ორგანო კონტროლის ღონისძიებებს ახორციელებს ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრულ შესაბამის სამსახურებთან ერთად.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზედამხედველი ორგანო, ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობ(ებ)ის გათვალისწინებით, შეიმუშავებს შერჩევით კონტროლს დაქვემდებარებულ დამსაქმებელთა ნუსხას, რომელიც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, შერჩევით კონტროლს დაქვემდებარებულ დამსაქმებელთა შერჩევა ხდება შრომის უსაფრთხოების ინტეგრირებული მონიტორინგის ღონისძიებების ფარგლებში.“.

3. მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი:

„მუხლი 4. სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების ინტეგრირებული მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელების შესახებ

1. მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ასევე იმ ობიექტებზე, სადაც არ არის უზრუნველყოფილი სამშენებლო/ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები, შრომის ან/და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების პრევენციის, მონიტორინგისა და მყისიერი რეაგირების მიზნით, ზედამხედველი ორგანო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო შეიმუშავებენ და ახორციელებენ ერთობლივ, ინტეგრირებულ მონიტორინგის ღონისძიებებს.

2. ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  განსაზღვრულ  ღონისძიებებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოები მონაწილეობენ მათი კომპეტენციის შესაბამისად.

3. ინტეგრირებული მონიტორინგის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული სამსახურების მონაწილეობით იქმნება ინტეგრირებული მონიტორინგისა და ინსპექტირების ჯგუფ(ებ)ი (შემდგომში − მონიტორინგის ჯგუფი).

4. საჭიროების გათვალისწინებით, მონიტორინგის ჯგუფის მუშაობაში შესაძლებელია, ჩართულ (მიწვეულ) იქნენ სხვა პირებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით.     

5. შრომის ან/და მშენებლობის/ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევების პრევენციის, მონიტორინგისა და მყისიერი რეაგირების მიზნით, მონიტორინგის ჯგუფი უზრუნველყოფს მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, დასაქმებულთა შრომის პირობებისა და სამუშაო ადგილების შესაბამისობის შეფასებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან, მათ შორის, ობიექტის მშენებლობის/ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დადგენასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.

6. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული უწყებები ინტეგრირებული მონიტორინგის ღონისძიებებს შეიმუშავებენ და ატარებენ ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.

7. მონიტორინგის ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოქმედებს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე