„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 284
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.021301
284
18/06/2019
ვებგვერდი, 20/06/2019
300310000.10.003.021301
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №284

2019 წლის 18 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021274) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ31“ ქვეპუნქტი:

„ჰ31) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები.“.

2. 50- მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის6ქვეპუნქტი:

 „ჰ6) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ყველა სახის შენობა-ნაგებობები.“.

3. XIX თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის XIX1 თავი:

„თავი XIX1

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ყველა სახის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი

მუხლი 671. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ყველა სახის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი

1. მშენებლობის ნებართვა ამ თავით დადგენილი წესით გაიცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ყველა სახის შენობა-ნაგებობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოა სააგენტო.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ყველა სახის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები სააგენტოს წარუდგენენ არქიტექტურულ პროექტს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული არქიტექტურული პროექტი შედგება შემდეგი დოკუმენტაციისგან:

ა) განმარტებითი ბარათი;

ბ) ინფორმაცია მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის (არსებობის შემთხვევაში) საკუთრების შესახებ, მათ შორის, მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები;

გ) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი მიწის ნაკვეთის გეგმა (მაგ.: სადაც შეიძლება ნაჩვენები იყოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსება, მისასვლელი გზები, ავტოსადგომები, ღობეები, გამწვანება და სხვა ნაწილები);

დ) შენობის სახურავის გეგმა (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით) და შენობის ყველა სართულის გეგმა საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნული აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით;

ე) შენობა-ნაგებობის ფასადები;

ვ) შენობის მახასიათებელი ჭრილები (საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკის ზედაპირის ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნული აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით);

ზ) ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შენობა-ნაგებობისა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში;

თ) არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა (შორი და ახლო ხედებით);

ი) ფოტომონტაჟი;

კ) საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი;

ლ) ინფორმაცია შენობა-ნაგებობის დამპროექტებლის შესახებ, რომელიც მოიცავს დამპროექტებლის სახელს/დასახელებას, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებს, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერსა და პირად ნომერს.

5. სააგენტო მშენებლობის ნებართვას გასცემს არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში.

6. არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანა წარმოებს სამშენებლო ნებართვის გაცემისათვის ამ თავით დადგენილი წესით.

7. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები უფლებამოსილნი არიან, აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ობიექტზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართონ შესაბამის ორგანოს.

8. იმ განსაკუთრებული ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ან/და ქვეყნისათვის სოციალური ან/და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობის მშენებლობა, რომელიც დაკავშირებულია შემჭიდროებულ ვადებთან გადაუდებელი აუცილებლობის (მათ შორის, ბუნებრივი, ტექნოგენური ან/და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციის) გამო, შესაძლებელია,  განხორციელდეს სამშენებლო ნებართვის გარეშე. ასეთ შემთხვევაში,  სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებები სააგენტოს წარუდგენენ განმარტებით ბარათს შესაბამისი დასაბუთებით და შენობა-ნაგებობის ესკიზურ პროექტს. სააგენტო არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში გასცემს მშენებლობის ნებართვას.“.     

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე