„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19490
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 14/06/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016503
19490
14/06/2019
ვებგვერდი, 19/06/2019
000000000.00.00.016503
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის

ბრძანება №19490

2019 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“  შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.  „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის  შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის  №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 და მე-19 პუნქტები:

„18. გადასახადის გადამხდელის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში ან  საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში ყოფნა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, არ წარმოადგენს დავალიანების ჩამოწერაზე უარის თქმის საფუძველს. ამ მიზნით:

ა) გადასახადის სახეების მიხედვით, პირადი აღრიცხვის ბარათზე უნდა განხორციელდეს იმ გამიჯნული აღიარებული საგადასახადო დავალიანებების კვლავ აღდგენა, რომელიც არსებობდა საწარმოს მიმართ სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განჩინების გამოქვეყნების თარიღის ან საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული რესტრუქტურიზაციის პერიოდის დაწყების თარიღის მდგომარეობით და ჩამოწერას დაექვემდებაროს, ამ მუხლის დებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული გამიჯნული (გადავადებული) ის დავალიანება ან/და დავალიანების ის ნაწილი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, ჩამოსაწერი დავალიანების თანხის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ რიცხობრივად ჩამოსაწერი თანხის ოდენობა ჯამში ტოლი იყოს იმ დავალიანებისა, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერებოდა მისი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში ან საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში არყოფნის შემთხვევაში;

ბ) პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანების აღდგენა არ განიხილება გადახდისუუნარობის რეჟიმიდან გამოსვლად ან რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადაზე ადრე შეწყვეტად. შესაბამისად, აღნიშნული პუნქტი არ გულისხმობს რესტრუქტურიზებული დავალიანების დაფარვის გრაფიკის ავტომატურად ცვლილებას.

19.  ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შემდგომ, ჩამოწერილი თანხის მიხედვით,  შედეგების შესახებ უნდა ეცნობოს:

ა) გადასახადის გადამხდელის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში ყოფნის შემთხვევაში – შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, შემოსავლების სამსახურის, როგორც კრედიტორის, მოთხოვნის დაზუსტების მიზნით;

ბ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში ყოფნის შემთხვევაში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიას.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                                          ვ. ლაშქარაძე