,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 100/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 18/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016393
100/04
18/06/2019
ვებგვერდი, 19/06/2019
220090000.18.011.016393
,,კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №100/04

2019 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/03/2018; ს/კ:  220090000.18.011.016285) დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა განისაზღვრება სალიკვიდაციო ბანკის ვალდებულებების გასტუმრების ხანგრძლივობით, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია ბანკის აქტივების რეალიზაციასა და სასამართლო საქმეების დასრულების ვადებზე. ლიკვიდაციის პროცესი ვერ დასრულდება, თუ არსებობს მიმდინარე სასამართლო საქმეები, გარდა ამავე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე