დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.148.016570 |
|
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 აპრილის №15 დადგენილების ((www.matsne.gov.ge, 17/04/2019 010250000.35.148.016550) პირველ მუხლში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმებით“ განსაზღვრული შერჩევითი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები მიენიჭოს ა(ა)იპ „ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს “ (ს /ნ 218081590).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები