დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22 |
დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 14/06/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016557 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №89 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 27/12/2018; 190020020.35.148.016535) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 54 127,8 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 16 993,4 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
“; ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 27 469,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 33 441,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 33 991,1 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 550,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: (ათას ლარებში)
“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ა)“, „ბ.გ)“ და „ბ.ლ)“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა.ა) გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 02 01 01) ქვეპროგრამის მიზანია გორის მუნიციპალიტეტის ქუჩების და საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს ქუთაისის ქუჩის (სტალინის გამზირიდან გოგებაშვილის ქუჩის კვეთამდე) მონაკვეთისა და მეჯუდის საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციას, ქუთაისის ქუჩის (აღმაშენებლის გამზირიდან ძმები რომელაშვილების ქუჩამდე) მონაკვეთის რეაბილიტაციას, ქ.წამებულის ქუჩის (აღმაშენებლის ქუჩის კვეთიდან ძმები რომელაშვილების ქუჩის კვეთამდე) რეაბილიტაციას, ბუხაიძის და შიო მღვიმელის ქუჩების რეაბილიტაციას, აბრამიშვილის ქუჩის საყრდენი კედლის მოწყობას, ტყვიავის ქუჩის (ტყვიავის ქუჩის კვეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით) რეაბილიტაციას, კოსტავას ქუჩის საფეხმავლო სივრცის რეაბილიტაციას, გორიჯვრის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის, სოფელ ტყვიავში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოასფალტებას, სოფელ ნიქოზის და ქვახვრელის გზების რეაბილიტაციას და სხვა ქუჩებისა და გზების რეაბილიტაციას. ასევე გათვალისწინებულია ქ. გორის ქუჩებში საგზაო ნიშნების მონტაჟისა და საგზაო მონიშვნების მოწყობის სამუშაოების განხორციელება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში დაგეგმილია სუხიშვილის ქუჩის პარალელური შიდაკვარტალური გზის, თარხნიშვილის ქუჩის საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია, მელიქიშვილის ქუჩისა და ჩიხის, კახნიაშვილის, გორგასალის, ქუთაისის (სტალინის გამზირიდან გოგებაშვილის ქუჩის კვეთამდე), ქუთაისის (აღმაშენებლის გამზირიდან ძმ.რომელაშვილების ქუჩამდე), ქეთევან წამებულის (აღმაშენებლის ქუჩიდან ძმ.რომელაშვილების ქუჩის კვეთამდე) ქუჩების, გორიჯვრის ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია, კარალეთის დევნილთა დასახლებაში შიდა გზების, დიცი-ქორდი-არბო-მერეთის, სოფელ მეჯვრისხევისა და ახალუბნის დამაკავშირებელი გზის, სოფელ ქვემო ხვითის გზის (სოფლის გასასვლელიდან ზემო ხვითის ცენტრამდე მისასვლელი გზა) რეაბილიტაცია. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში განხორციელდება აღმაშენებლის და თბილისის ქუჩების, მღებრიანის გზების რეაბილიტაცია, საყავრის გზის მოხრეშვა და წითელწყაროს გზის მონაკვეთზე კლდის მოშლა და გზის გაწმენდა. გასული წლის ვალდებულებების ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. გორში გოგებაშვილის ქუჩის (კახნიაშვილის ქუჩის კვეთიდან 26 მაისის სანაპირომდე) მონაკვეთის და საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნის რეაბილიტაციის და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის და ასევე სოფელ მეღვრეკისის გზის რეაბილიტაციის დასრულება. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ ქვემო ხვითის გზის რეაბილიტაცია (სოფლის ცენტრიდან ზემო ხვითის მიმართულებით მისასვლელი გზა). ბ.გ) საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რკინიგზის დასახლებაში არსებული საკანალიზაციო ქსელის გამწმენდი ნაგებობის ფუნქციონირების (ელ.ენერგიის ღირებულების ანაზღაურება) ხელშეწყობა. რეგიონალური პროექტის თანადაფინანების პროგრამით დაგეგმილია კარალეთის დევნილთა ჩასახლების და ელექტროფიკაციის დასახლების საკანალიზაციო სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა; ქ. გორში, წმ.წყლის დასახლებაში №2 გაუქმებული სათავის დრენაჟის მოწყობის და ღია არხის დახურვის სამუშაოები და ეკ.ჯუღაშვილის ქუჩაზე მეჯუდის ნაპირსამაგრის მოწყობა. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია სოფელ ხელთუბანში, ქვახვრელში, აძვში სანიაღვრე არხის ბეტონის ღარებით მოწყობა. ბ.ლ) სარწყავი არხების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 02 14) ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ ატენში სარწყავი სისტემის აღდგენა და რეაბილიტაცია. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების მიზნით დაგეგმილია სოფელ კარალეთში მდინარე ჭარებულას, სოფელ მეჯვრისხევში სარწყავი არხის კალაპოტის და სოფელ ნაწრეტში ხევის გაწმენდითი სამუშაოების, სოფელ ხურვალეთში და სოფელ რეხაში მდინარეების ნაპირსამაგრების მოწყობის სამუშაოების განხორციელება. ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები