გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016443
18
14/06/2019
ვებგვერდი, 17/06/2019
010250050.35.166.016443
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2019 წლის 14 ივნისი

ქ. გურჯაანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის ნაწილის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 141-ე მუხლის მე-10 და მე-13 პუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის,  „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების  შესაბამისად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარე შპს ,,კახეთი ვაინ ენდ სპას’’ მიერ შპს ,,ენ ჯეი ფროფერთისაგან’’ იჯარით აღებულ  მიწის ნაკვეთებზე  (ს/კ 51.08.11.472; 51.08.61.465; 51.08.61.477; 51.08.61.474; 51.08.61.461; 51.08.61.134; 51.08.61.449; 51.08.61.471; 51.08.61.460; 51.08.61.144; 51.08.61.485; 51.08.61.464; 51.08.61.463; 51.08.11.471; 51.08.61.472; 51.08.61.182; 51.08.61.478; 51.08.61.525; 51.08.61.486; 51.08.61.470; 51.08.61.462; 51.08.61.524; 51.08.61.487; 51.08.61.180; 51.08.61.167; 51.08.61.183) სასტუმრო კომპლექსის  მშენებლობისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დანართების შესაბამისად   (დანართი №1, დანართი №2) შემდეგი პირობით:

ა) განხორციელდეს 51.08.11.472; 51.08.61.465; 51.08.61.477; 51.08.61.474; 51.08.61.461; 51.08.61.134; 51.08.61.449; 51.08.61.471; 51.08.61.460; 51.08.61.144; 51.08.61.485; 51.08.61.464; 51.08.61.463; 51.08.11.471; 51.08.61.472; 51.08.61.182; 51.08.61.478; 51.08.61.525; 51.08.61.486; 51.08.61.470; 51.08.61.462; 51.08.61.524; 51.08.61.487; 51.08.61.180; 51.08.61.167; 51.08.61.183 მიწის ნაკვეთების გაერთიანება, აღნიშნულ მიწის ნაკვეთებთან მისასვლელი 3 ერთეული საურმე გზის რეგისტრაცია და მითითებულ მიწის ნაკვეთებთან გაერთიანება მშენებლობის ნებართვის გაცემამდე.

ბ) 51.08.11.472; 51.08.61.465; 51.08.61.477; 51.08.61.474; 51.08.61.461; 51.08.61.134; 51.08.61.449; 51.08.61.471; 51.08.61.460; 51.08.61.144; 51.08.61.485; 51.08.61.464; 51.08.61.463; 51.08.11.471; 51.08.61.472; 51.08.61.182; 51.08.61.478; 51.08.61.525; 51.08.61.486; 51.08.61.470; 51.08.61.462; 51.08.61.524; 51.08.61.487; 51.08.61.180; 51.08.61.167; 51.08.61.183 მიწის ნაკვეთების და 3 ერთეული საურმე გზის დანიშნულების ცვლილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაზე, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი