დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-538 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/06/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016583 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის №1620-რს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, ს/კ 360160000.22.023.016151) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) ეკონომიკური სამსახური;“ |
2.
დებულების მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დეპარტამენტის ადმინისტრაციის ამოცანებია:
„31. დეპარტამენტის ადმინისტრაციის მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ამოცანებია: გ) მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
3.
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 77 მუხლი: „77. დეპარტამენტის ეკონომიკური სამსახური 1. დეპარტამენტის ეკონომიკური სამსახურის ამოცანებია: ა) დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; გ) დადგენილი წესით დეპარტამენტის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება; დ) დეპარტამენტის საფინანსო, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა (ორგანიზება) კანონმდებლობის შესაბამისად; ე) დეპარტამენტის ფინანსური და არაფინანსური აქტივების, მოთხოვნების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება; ვ) დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით ფინანსური სახსრების მართვის ორგანიზება; ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, მათი განხორციელება და ანგარიშგება; თ) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, დადგენილი წესით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ი) დეპარტამენტის ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით მიღება, განაწილება და მის გამოყენებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება; კ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის მომარაგება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი აღრიცხვა, შენახვისა და გაცემის ორგანიზება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება; მ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა; ნ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა; ო) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები. 2. დეპარტამენტის ეკონომიკური სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების ამოცანებია: ა) დეპარტამენტის საბიუჯეტო-საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვაში მონაწილეობის მიღება კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში, საბიუჯეტო წლისათვის, დეპარტამენტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და სამინისტროში წარდგენა; გ) ქვეყნის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში, დეპარტამენტის მიერ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმით განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობების, მიზნებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის სამინისტროში წარდგენა; დ) საბიუჯეტო კოდექსისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად, დადგენილ ვადებში, დეპარტამენტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და სამინისტროში წარდგენა; ე) დეპარტამენტის ფინანსური და არაფინანსური აქტივების, მოთხოვნების, ვალდებულებებისა და კაპიტალის აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება; ვ) დეპარტამენტის თანამშრომლების დანიშვნის გათავისუფლებისა და გადაყვანის ბრძანებების შესრულება ხელფასისა და ხაზინის პროგრამაში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, წერილების განხილვასა და პასუხის მომზადებაში მონაწილეობა; თ) სახელფასო ცნობების მომზადება; ი) ხელფასისთვის უწყისის მომზადება (დანიშვნა, განთავისუფლება და სხვა) ბრძანებების მიხედვით ხელფასის პროგრამაში და ატვირთვა-გადარიცხვა ხაზინის პროგრამაში. სათანადო გატარებების გაკეთება ორისის პროგრამაში მე-2 მემორიალში პაკეტების მიხედვით და მე-4 მემორიალში ხარჯებისა და მუხლების მიხედვით (შრომის ანაზღაურება, ოფისი და სოციალური უზრუნველყოფა); კ) ყოველთვიური დეკლარაციების (საშემოსავლო და განაცემთა ინფორმაცია) მომზადება და გადაგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურში; ლ) სამსახურებრივი მივლინების თანხების გადარიცხვა (ავანსად და ფაქტობრივი ხარჯების მიხედვით). ხაზინის პროგრამაში ს/მ მომზადება მივლინებული დეპარტამენტის თანამშრომლების, მათი ხარჯების (სადღეღამისო, სასტუმრო, მგზავრობის და ა.შ) მიხედვით. ავანსად გადახდილი თანხების კონტროლი და მათი დამოწმება ხაზინის პროგრამაში. სათანადო გატარებები ორისის პროგრამაში მე-2 და მე-3 მემორიალში; მ) დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ორგანიზაციების მიხედვით მივლინების მოწმობებისა და სათანადო დოკუმენტაციის შემოწმება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. უკან მობრუნებული სამივლინებო თანხების ხაზინის პროგრამაში განსაზღვრა – დამოწმება; ნ) ძირითადი აქტივების მიღება-აღრიცხვა-მოხსნა (სათანადო დოკუმენტაციებით) ორისის პროგრამაში, თითოეულ აქტივზე საიდენტიფიკაციო კოდებისა და საკადასტრო კოდების (მათი არსებობის შემთხვევაში) მიხედვით; ო) კალენდარული წლის ბოლოს, 31 დეკემბრის მდგომარეობით, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ცვეთის დარიცხვა-გატარება ორისის პროგრამაში; პ) ყოველი კალენდარული თვის ბოლოს თითოეული ანგარიშების გადამოწმება-შედარება ხაზინის ს/მ რეესტრთან ს/მ-ისა და ხარჯების მიხედვით. ორისის პროგრამაში გადარიცხული თანხების შედარება ფაქტობრივ ხარჯებთან მიმართებაში; ჟ) სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა სათანადო ანგარიშებსა და მემორიალებში; რ) 6 და 12 თვის ფინანსური ანგარიშგების (ბალანსი) მომზადება; ს) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება; ტ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. დეპარტამენტის ეკონომიკური სამსახურის შესყიდვების განყოფილების ამოცანებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის, მათი განხორციელებასა და ანგარიშგებაში მონაწილეობის მიღება; ბ) სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად შესაბამის ბაზრის შესწავლის ჩატარება; გ) დეპარტამენტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერების პროცედურების ჩატარება; დ) სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პროექტების მომზადება და დეპარტამენტის უფროსთან წარდგენა ხელმოსაწერად; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულებების, შეთანხმებების და მათი შესრულების შესახებ ინფორმაციის წარმოება; ვ) სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების ატვირთვა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში; ზ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება; ი) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. დეპარტამენტის ეკონომიკური სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ამოცანებია: ა) კანონმდებლობის შესაბამისად დეპარტამენტის სამეურნეო საქმიანობის წარმოება; ბ) დადგენილი წესით დეპარტამენტის ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, აგრეთვე დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად შესაბამის ბაზრის შესწავლის ჩატარება; დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის მომარაგება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი აღრიცხვა, შენახვა და გაცემის ორგანიზება; ე) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმწოდებლისაგან სათანადოდ შესრულებული სამუშაოს ჩაბარება; ვ) მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება შესრულებულ სამუშაოებზე, მოწოდებულ საქონელზე და გაწეულ მომსახურებაზე; ზ) დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური და სამეურნეო მიმართულებით არსებული ამოცანების უზრუნველყოფა; თ) შესაბამისი პროგრამის საშუალებით საწვავის ლიმიტების, დეპარტამენტის თანამშრომელთა მივლინებების საწვავის ხარჯის დარიცხვა და ხარჯის შესრულება; ი) კონტროლის გაწევა მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოს სათანადოდ შესრულებაზე; კ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადების, წერილების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობა; ლ) დეპარტამენტში შემოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესების დარღვევის შესახებ საჯარიმო ქვითრების აღრიცხვა და მათი გადაგზავნა შესაბამის ადრესატებთან; მ) დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების რემონტთან დაკავშირებული დეფექტური აქტების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში მათი კორექტირება, სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო სამუშაოების კონტროლი და საბოლოო დოკუმენტაციის მომზადება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება; ო) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ან/და სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები