„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 179
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 08/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.017210
179
13/06/2019
ვებგვერდი, 14/06/2019
010320040.22.033.017210
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №179

2019 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 12 ივნისის №230 ბრძანებაში (ვებგვერდი, 14/06/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.017103) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. ფისკალური რისკების მართვის სამმართველო

1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური ან იურიდიული განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან საჯარო მმართველობის სპეციალობით;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) მაკროეკონომიკის ცოდნა;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილების ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, შესაბამისი წლის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;        

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა.

2. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

 ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილების ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, შესაბამისი წლის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;        

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა;

ე) ინგლისური ენის ცოდნა.

3. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილების ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, შესაბამისი წლის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;        

 დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა.

4. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

 ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას);

 გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს N426 დადგენილების ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ’’, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, შესაბამისი წლის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;        

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა.

5. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება ან უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილების ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანების „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“, შესაბამისი წლის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;        

 გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office Word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook) ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი