„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 178
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017209
178
13/06/2019
ვებგვერდი, 14/06/2019
200090000.22.033.017209
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №178

2019 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 61 მუხლის:
1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გადასახადის გადამხდელს კატეგორია განესაზღვრება კატეგორიის განსაზღვრის თვის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის სავადო თარიღების მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დეკლარაციის საფუძველზე დარიცხული გადასახადების თანხების ჯამით.“.

2. მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კატეგორია შეიძლება იყოს:

ა) მცირე –  პირი, რომლის მიერ დარიცხული გადასახადების თანხების ჯამი ნაკლებია 100 000 ლარზე;

ბ) საშუალო – პირი, რომლის მიერ დარიცხული გადასახადების თანხების ჯამი ტოლია ან მეტია 100 000 ლარზე და ნაკლებია 2 000 000 ლარზე;

გ) მსხვილი – პირი, რომლის მიერ დარიცხული გადასახადების თანხების ჯამი ტოლია ან მეტია  2 000 000 ლარზე.“.

4. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სახელმწიფოსთვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის, აგრეთვე, მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის, რომლებიც კატეგორიის განსაზღვრისას არ არიან რეგისტრირებულნი დღგ-ის გადამხდელად, გადასახადის გადამხდელის კატეგორიის განსაზღვრის მიზნებისთვის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ თანხაში არ გაითვალისწინება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციით დარიცხული გადასახადის თანხები.“.

5. „მაგალითი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მაგალითი:

 ა) სიდიდის კატეგორიის განსაზღვრის მიზნით, 2019 წლის 1 დეკემბერს  დაჯამდა შპს X-ის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის შედეგად დარიცხული თანხები. კერძოდ, დაჯამდა შპს X-ის მიერ სავადო თარიღით „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი, 2018 წლის ოქტომბრის დეკლარაციიდან 2019 წლის ოქტომბრის დეკლარაციის ჩათვლით, რამაც  1 900 000 ლარი შეადგინა.

შესაბამისად, დადგინდა, რომ „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი 1 900 000  ლარია.

შედეგად, 2019 წლის 1 დეკემბერს შპს X-ის სიდიდის კატეგორია განისაზღვრა „საშუალო“.

ბ) მოცემულობა იგივეა, რაც „ა“ ვარიანტში, თუმცა დამატებით შპს X-მა 2019 წლის 15 ნოემბერს წარადგინა 2017 წლის იანვრის დაზუსტებული დეკლარაცია, რომლითაც გაზრდილია „დარიცხული“ თანხა 2 000 000 ლარით.

სიდიდის კატეგორიის განსაზღვრის მიზნით, 2019 წლის 1 დეკემბერს  დაჯამდა შპს X-ის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის შედეგად დარიცხული თანხები. კერძოდ, დაჯამდა შპს X-ის მიერ სავადო თარიღით „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი, 2018 წლის ოქტომბრის დეკლარაციიდან 2019 წლის ოქტომბრის დეკლარაციის ჩათვლით, რამაც  1 900 000 ლარი შეადგინა. შესაბამისად, დადგინდა, რომ „დარიცხული“ გადასახადების თანხების ჯამი 1 900 000  ლარია. შედეგად, 2019 წლის 1 დეკემბერს შპს X-ის სიდიდის კატეგორია განისაზღვრა „საშუალო“, ხოლო 2017 წლის იანვრის დეკლარაცია აღნიშნულ გაანგარიშებაში მონაწილეობას არ იღებს.“.


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი