დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 177 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/06/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 290090000.22.033.017208 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №I-16 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №I-16 წინასწარი გადაწყვეტილება
I. დასმული შეკითხვა/შეკითხვები
II. ოპერაციის შინაარსი და ფაქტობრივი გარემოებები
III. წინასწარი გადაწყვეტილება
IV. წინასწარი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები წინასწარი გადაწყვეტილება გამოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-19 მუხლის საფუძველზე. V. წინასწარი გადაწყვეტილება გაიცემა და მოქმედებს იმ პირობით, რომ: ა) არ არსებობს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემაზე უარის თქმის საფუძვლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, შემოსავლების სამსახურმა გამოსცა წინასწარი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული საფუძვლების შესახებ მითითებული იყო დანართი №I-15-ის შესაბამისად წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაში; ბ) განმცხადებლის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნაში სრულად და სწორად არის წარმოდგენილი წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტი და გარემოება. ფაქტები და გარემოებები წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონედ ითვლება, თუ რომელიმე მათგანის წარმოუდგენლობის ან არასრულად წარდგენის შემთხვევაში წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნაში განმცხადებლის მიერ დასმულ საკითხზე წინასწარი გადაწყვეტილება სხვა შინაარსით გამოიცემოდა. VI. წინასწარი გადაწყვეტილების გასაჩივრება წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, წინასწარი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საჩივრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) წარდგენის გზით, აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
დოკუმენტის კომენტარები