„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 277
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.021294
277
12/06/2019
ვებგვერდი, 14/06/2019
010240030.10.003.021294
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №277

2019 წლის 12 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018, 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის:

1. მე-16 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ახორციელებს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განვითარების გრძელვადიანი და სტრატეგიული გეგმების შემუშავებას, ასევე მონაწილეობს ლოჯისტიკური მონაცემების მართვის ავტომატიზებული სისტემების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში;“.

2.   22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ახორციელებს სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე და საშუალოვადიანი გეგმების შემუშავებას,   ტოპოგეოდეზიურ და პოლიგრაფიულ მომსახურებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე