დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.22.034.016874 |
|
„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრისა და მათი აპარატების საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.22.034.016500) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი – სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვს პოლიციის ატაშეს, მეკავშირე ოფიცრის (გარდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისა) და მათი აპარატების საქმიანობის კოორდინაციის ფუნქცია;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომში – საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი) –ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრის საქმიანობის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.“; 2. მე-3 მუხლის: ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ბელგიის სამეფოში მივლინებულ პოლიციის ატაშეს შეიძლება დაეკისროს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მეკავშირე ოფიცრის უფლებამოსილებები. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი ახორციელებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრის უფლებამოსილებებს, ამ საქმიანობის კოორდინაციას უზურუნველყოფს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი, ხოლო თუ აღნიშნული პირი ახორციელებს პოლიციის ატაშის უფლებამოსილებებს – კოორდინაციას უზრუნველყოფს უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფი.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრისთვის შესაბამისი დავალებებისა და მითითებების გაცემასა და კოორდინაციაზე უფლებამოსილი პირები არიან: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ უფლებამოსილი სხვა თანამდებობის პირი; ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოპერატიული დაქვემდებარების ფარგლებში; გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.“. 3. მე-4 მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამართალდაცვით სფეროში ურთიერთანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული სამინისტროს უფლებამოსილი პირებისგან მიღებული დავალებებისა და მითითებების შესრულება;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრის მიერ საკუთარი საქმიანობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისთვის ანგარიშის წარდგენა;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები