„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის N2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის N2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-540
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016585
2-540
14/06/2019
ვებგვერდი, 17/06/2019
040030000.22.023.016585
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის N2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-540

2019 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის    2018 წლის 19    აპრილის №2-255 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 19/04/2018 წ., ს/კ: 040030000.22.023.016486) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1“ ქვეპუნქტი:
„ჯ1. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების მიერ თევზჭერის განხორციელების ანალიზი, კვლევა, თევზჭერის ანგარიშების განხილვა, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და შესაბამისი ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდება;“;
2. მე-5  მუხლის  პირველი  პუნქტიდან  ამოღებულ   იქნეს   „ლ“  და   „მ“ ქვეპუნქტები;
3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:
,,11. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის სამმართველოს (ლაბორატორიის) ფუნქციებია: 
ა) ქიმიური და ბიოლოგიური (მიკრობიოლოგიური და ჰიდრობიოლოგიური) ანალიზების განხორციელება;
ბ) ზედაპირული, ჩამდინარე, მიწისქვეშა  წყლების, ატმოსფერული ნალექების,  ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, ფსკერული ნალექების ხარისხის კვლევა; 
გ) ლაბორატორიული ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა;
დ) სამინიტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტიდან, ასევე, მოქალაქეებისგან შემოსული მომართვებისა და დაინტერესებულ პირებთან (დამკვეთებთან) გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე  შესაბამისი ანალიზების ჩატარება;
ე) ჩატარებული ანალიზების საფუძველზე მონაცემთა ბაზების შექმნა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:
„პ1. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების მიერ თევზჭერის განხორციელების ანალიზი, კვლევა, თევზჭერის ანგარიშების განხილვა, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და შესაბამისი ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოსათვის წარსადგენად მომზადება;“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი