დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4913-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/06/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 450030000.05.001.019547 |
|
„კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 11.07.2001, მუხ. 89) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირის პირადი ბარგი მოწმდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.“. 2. მე-19 და მე-20 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანის წესი საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანილი კულტურული ფასეულობა გადის აუცილებელ საბაჟო კონტროლს და სპეციალურ რეგისტრაციას, რის შესახებაც 1 კვირის ვადაში ეცნობება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. მუხლი 20. კულტურული ფასეულობის ტრანზიტი კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის დროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს წარედგინება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით განსაზღვრული საბუთები, რომელთა საფუძველზედაც დგინდება ამ კულტურული ფასეულობის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის მიზნით შემოტანა.“. 3. 35-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს საბაჟო ორგანოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების მიერ კულტურული ფასეულობის დაკავება“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კულტურული ფასეულობა, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა და რომელიც დროებით დაკავებულია საქართველოს საბაჟო ორგანოს, შინაგან საქმეთა ორგანოების ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ, მისი მესაკუთრის დადგენამდე შესანახად გადაეცემა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კულტურული ფასეულობის მესაკუთრის დადგენისას იგი გადაეცემა მესაკუთრეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, თუ დადგინდა, რომ ეს კულტურული ფასეულობა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის საგანი გახდა მისი სურვილისგან დამოუკიდებლად.“. 4. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38. საბაჟო და საგადასახადო პირობები კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გაფორმებული კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას გადაიხდება იმპორტის გადასახდელი კულტურული ფასეულობის მიმართ გამოყენებული საბაჟო პროცედურისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 28 ივნისი 2019 წ. N4913-IIს |
დოკუმენტის კომენტარები