დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016316 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, №154, 25/11/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016003), დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი 1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული განყოფილება; ბ) დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილება; გ) მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილება; დ) არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების, არქეოლოგიისა და საგანმანათ-ლებლო განყოფილება; ე) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, ეთნოგრაფიისა და სარესტავრაციო ლაბორატორიის განყოფილება. 2. ადმინისტრაციული განყოფილების უფლებამოსილებებია: ა) სააგენტოს უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ხელშეწყობა; ბ) სააგენტოს დირექტორთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება; გ) მოქალაქეთა წერილობითი კორესპონდენციების მიღების ორგანიზება; დ) სააგენტოს მიერ გამოფენების მოწყობისა და საინფორმაციო მასალების გამოცემის ხელშეწყობა; ე) სააგენტოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა, ვებგვერდის მართვა და მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგის განხორციელება; ვ) საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხების ორგანიზება; ზ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, მათი გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაციული საკითხების მოგვარება; თ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლება; ი) სააგენტოს მფლობელობაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობის მომსახურების უზრუნველყოფა; კ) სააგენტოს უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზება; ლ) ადმინისტრაციული განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; მ) ადმინისტრაციული განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ნ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ფინანსური ანგარიშგება, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ო) თანამშრომელთა ხელფასების დროულად დარიცხვის უზრუნველყოფა, სახელფასო უწყისების შედგენა, ხარჯთა ნუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული წარმოება; პ) ფულადი სახსრების ანგარიშსწორებებისა და მატერიალურ ფასეულობათა შეფასების, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრასა და აღრიცხვაში მონაწილეობა; ჟ) ბუღალტრული ანგარიშგების შედგენისა და დაწესებულ ვადაში წარდგენის უზრუნველყოფა; რ) საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და გრანტების მოძიების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა; ს) ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 3. დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა არქეოლოგიური, საკულტო და საფორტიფიკაციო დანიშნულების ობიექტებისა) სამუშაოების ნებართვების სააგენტოს მიერ გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზებას, საკითხების მომზადებას და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას; ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს; გ)კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში; დ)ახორციელებს განყოფილების უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ე) ახორციელებს სააგენტოს მიერ შეძენილი ძეგლების კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზს; ვ) ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების ანალიზსა და დანერგვას; ზ) მონაწილეობს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პერსონალის მომზადებასა და გადამზადებაში; თ) შეიმუშავებს და ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ღონისძიებებს; ი) ამზადებს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნახაზებს, ფოტოებს და სხვა ვიზუალურ მასალას, ახდენს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დიგიტალიზაციას, დაკომპლექტებას და არქივირებას. ახორციელებს მოპოვებული (შექმნილი) ინფორმაციის მოვლა-პატრონობას და გავრცელებას; კ) ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევისა და რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავებას; ლ) ამზადებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს მის განხორციელებას; მ) ახდენს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და გრანტების მოძიების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფას; ნ) ახორციელებს ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს; ბ) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების შუალედური და საბოლოო ანგარიშებისა და სამუშაოთა მიღებას; გ) ახდენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების შემოწმებას, სამართალდარღვევათა ფაქტების გამოვლენასა და შესაბამის რეაგირებას; დ) ახორციელებს სააგენტოს მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმებას; ე) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებულ სამშენებლო სამუშაოებზე ინფორმაციის მოპოვებას და შესაბამის რეაგირებას; ვ) ახორციელებს ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების, არქეოლოგიისა და საგანმანათლებლო განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) სააგენტოს შემადგენლობაში არსებულ არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსებში ახორციელებს სამუზეუმო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას; ბ) ეწევა თავის სამოქმედო არეალში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტების დაცვას, მოვლა-პატრონობას, სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვას, პოპულარიზაციასა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. განსაზღვრავს მათ ისტორიულ, მეცნიერულ და მხატვრულ ღირებულებებს, აწარმოებს მოძიებული მასალის დამუშავებას; გ) აკომპლექტებს, უვლის, იცავს, მეცნიერულად შეისწავლის და პოპულარიზაციას უწევს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს და აცნობს მათ ფართო საზოგადოებას; დ) აწარმოებს ფონდების მეცნიერულ აღრიცხვას და დოკუმენტირებას არსებული ინსტრუქციების შესაბამისად; ე) ორგანიზაციას უწევს საფონდო ერთეულთა დაცვისა და შენახვის ოპტიმალური პირობების შექმნას; ვ) შეიმუშავებს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების განვითარების კონცეფციას და თემატურ - საექსპოზიციო გეგმას; ზ) არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების საქმიანობის განვითარების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს, მათ განსახორციელებლად უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; თ) მონაწილეობს არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსებში ექსპოზიციების განახლებასა და რენოვაციაში და ამზადებს შესაბამის პროექტებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს; ი) თანამშრომლობს სამუზეუმო სფეროს სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, შემოქმედებით კოლექტივებსა და ცალკეულ სპეციალისტებთან, შეიმუშავებს კულტურულ პროგრამებს თავისი საქმიანობის სფეროში, განავითარებს კავშირებს უცხოეთის სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან; კ) ეწევა სხვადასხვა სახის ღონისძიებების, ფესტივალების, საგანმანათლებლო გაკვეთილებისა და შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას; ლ) ახორციელებს საგანმანათლებლო და სასწავლო ბაზის შექმნას, მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, ტრენინგებსა და მასტერკლასებში; მ) ატარებს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების ვიზიტორების შესახებ მონაცემთა კვლევას; ნ) აქვს ურთიერთობა ტურისტულ კომპანიებთან და აწვდის მათ ინფორმაციას ღონისძიებების შესახებ; ო) ახდენს გონიოსა და პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების სოციალური გვერდის მართვას; პ) გეგმავს და ახორციელებს არქეოლოგიურ სამუშაოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე; ჟ) კრებს ინფორმაციას ახალი აღმოჩენების შესახებ, აწარმოებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, ამზადებს გამოსაცემად და აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს, მონოგრაფიებს, შრომებს, ბუკლეტებს, გზამკვლევებს, კატალოგებს და ა.შ; რ) აგროვებს მასალებს აჭარის არქეოლოგიური რუკის შესადგენად; ს) ახორციელებს ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, ეთნოგრაფიისა და სარესტავრაციო ლაბორატორიის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს აჭარის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენასა და აღწერას, ახდენს იდენტიფიკაციას, დოკუმენტურ (აუდიო, ვიდეო, წერილობით) ფიქსაციას, შენახვასა და დაცვას; ბ) სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო წყაროებიდან მოიძიებს აჭარის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციას, ქმნის მონაცემთა ბაზას და შესაბამის ბიბლიოთეკას; გ) თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან; დ) ამზადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სააღრიცხვო ბარათს; ე) ახდენს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარი-ზაციას და ამ გზით ხელს უწყობს კულტურათა მრავალფეროვნების შენარჩუნებას; ვ) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და საზოგადოებაში ამ მემკვიდრეობის როლის ამაღლების მიზნით, არაფორმალური განათლების ფარგლებში ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს; ზ) საზოგადოებაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის აღიარებას, პატივისცემასა და მისი როლის ამაღლებას ახორციელებს შემდეგი საშუალებებით: საგანმანათლებლო პროგრამები, ახალგაზრდობის ინფორმირებულობა და ჩართულობა, დაინტერესებული გაერთიანებებისა და ჯგუფებისათვის საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამების შეთავაზება; თ) ატარებს კულტურული ფასეულობების სარესტავრაციო სამუშაოებს ხელშეკრუ-ლების საფუძველზე; ი) აწარმოებს კულტურული ფასეულობების რესტავრაციის მსვლელობის პროცესში სრულ ფოტო და ტექსტურ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს რესტავრაციის შემდეგ კულტურული ფასეულობის განთავსების ოპტიმალურ პირობებს; კ) უზრუნველყოფს აჭარაში არსებული მუზეუმებისათვის პრევენციული კონსერვაციის რეკომენდაციების შემუშავებას მუზეუმებში დაცულ ექსპონატებზე (გარემო პირობების კონტროლი) შესაძლო ზიანის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით; ლ) ახორციელებს სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმებში დაცული ექსპონატების მდგომარეობის რეგულარულ კონტროლს, იკვლევს მათზე გარემო პირობების ზემოქმედებას, ადგენს მოხსენებით ბარათებს არსებული მდგომარეობის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ახდენს რესტავრაციას; მ) ხელს უწყობს რესტავრაციის სფეროში ახალი მეთოდიკისა და ტექნოლოგიების დანერგვას; ნ) უზრუნველყოფს რესტავრაციის სფეროში თანამედროვე სამეცნიერო წყაროების მოპოვებასა და ბიბლიოთეკის შექმნას; ო) თანამშრომლობს რესტავრაციის სფეროში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან; პ) მონაწილეობს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით რესტავრაციის სფეროში პერსონალის მომზადებასა და გადამზადებაში; ჟ) ახორციელებს ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები