დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქ.გურჯაანი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 17 |
დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/06/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.166.016442 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 იანვრის №6 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 28/01/2019, 190020020.35.166.016431) შეტანილ იქნეს ცვლილებები:
„მუხლი 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით ათას ლარებში
მუხლი 3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გეგმით შემოსავლები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 22718,1 ათასი ლარით. ათას ლარებში
მუხლი 4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გეგმით გადასახადები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გადასახადები 11709,1 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
მუხლი 5. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გეგმით გრანტები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გრანტები 9859,4 ათასი ლარით. ათას ლარებში
მუხლი 6 . გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გეგმით სხვა შემოსავლები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლები 1149,6 ათასი ლარით. ათას ლარებში
მუხლი 7. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გეგმით ხარჯები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11499,9ათასი ლარით ათას ლარებში
მუხლი 8 გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გეგმით არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 13607,8 ათასი ლარით. ა) განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 14207,8 ათასი ლარით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 600,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 9. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმით ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული ცხრილის შესაბამისად: ათას ლარებში
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2389.2 ათასი ლარით.
მუხლი 11. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -2846,2 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 12. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება -457,0 ათასი ლარით.
მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმით სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 160,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური – 56,0 ათასი ლარი; ბ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური – 104,0 ათასი ლარი.
თავი II ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
მუხლი 15. გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროექტები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, გათვალისწინებულია წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები, გატარდება კეთილმოწყობის ღონისძიებები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ქვეპროგრამები: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (03 01 ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (03 02 ) სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა (03 02 ) კეთილმოწყობის სამუშაოები (03 03) ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების საუბნო გზების მოხრეშვა, მოასფალტება, ქალაქის ცენტრალური, ასევე შიდა გზების და კორპუსების ეზოების მოასფალტება. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ბ.ა) წყლის სისტემების რეაბილიტაცია - ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიატორიაზე სოფლების სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის რეაბილიტაცია, ახალი ჭაბურღილებისა და მოწყობა და არსებული ჭაბურღილების გაწმენდა-რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ბ.ბ) ა(ა)იპ „ გურჯაანის მუნიციპალური სერვისი“ (პროგრამული კოდი 03 02 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების წყლის სათავე-ნაგებობების, რეზერვუარების, შიდა-საუბნო და ცენტრალური ქსელების მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა, ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება ქალაქის ტერიტორიიდან ყოველდღიურად და მუნიციპალიტეტის სოფლებიდან კვირაში ორჯერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა; ყოველდღიურად დაიგვება ქალაქის ქუჩები, სკვერები, ბაღები და მოედნები. თვეში ორჯერ დასუფთავდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური მაგისტრალის (55კმ) მიმდებარე ტერიტორია და მოხდება ქალაქ გურჯაანში ნონეშვილისა და წმ.ნინოს ქუჩების გადარეცხვა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 44 სასაფლაოს გაწმენდა მოვლა-პატრონობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ბ.გ) გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ახალი სანათების მოწყობა და მოხმარებული ელ. ენერგიის გადასახადის დაფარვა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ბ.დ.) საკანალიზაციო სისტემების და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04 04) მუნიციპალიტეტში კომუნალური მეურნეობისათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სანიაღვრე ქსელების და კოლექტორების მოვლა-პატრონობას, გარკვეული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაციას და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების გარკვეული ნაწილი ამორტიზებულია და მოითხოვს განახლებას, ხოლო ქსელების ნაწილი სარეკონსტრუქციოა. ქვეპროგრამის მიზანია სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირება. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
ბ.ვ.) ხევების რეაბილიტაციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხევების პრევენციული გაწმენდა-რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრი სამუშაოები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ბ.ზ) თვითმმართველობის საკუთრებაში გადმოსაცემი ქონების, არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწების პასპორტირებისა და აუდიტორული მომსახურება (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება აუქციონზე გასაყიდად გასატანი მიწებისა და ძირითადი ქონების შეფასება. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) სკოლამდელი განათლების ღონისძიებების დაფინანსება თვითმმართველი ერთეულის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ა) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია 37 სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც რეგისტრირებულია 2365 აღსაზრდელი. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღზრდა და სკოლისათვის მომზადება. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
ბ) წარჩინებულ პირველკურსელთა და მოსწავლეთა წახალისება (პროგრამული კოდი 04 06) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეთა განსაკუთრებული მიღწევისთვის და პირველკურსელ სტუდენტთა წახალისება, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მიიღეს უმაღლესი ქულა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
გ) საჯარო სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში დელეგირებული უფლებამოსილებით განხორციელდება სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირება და სკოლების მცირე ინფრასტრუქტურის სამუშაოები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) სპორტისა და კულტურული განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად დაგეგმილია სპორტული და კულტურული ობიექტების, სახელოვნებო სკოლების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, ასევე სპორტისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსება. ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. - სპორტის განვითარების ხელშეწყობა; - კულტურის განვითარების ხელშეწყობა; - ახალგაზდული პროგრამების დაფინანსება. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ჭიდაობა, ფეხბურთი, ჭადრაკი, კრივი, ფრენბურთი, კალათბურთი, მკლავჭიდი, რაგბი) ახალგაზრდობის ჩართულობა; ჩასატარებელ რაიონულ და საქალაქთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და მათი ჩატარების ორგანიზება. სპატრაკიადები მოსწავლეთა შორის. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ა.ა) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 00) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „გურჯაანის სპორტული გაერთიანების“ ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. დაფინანსდება ჭადრაკის, ფეხბურთის, ჭიდაობის (ქართული, თავისუფალი, ძიუდო), კრივის, რაგბის, მკლავჭიდის, კალათბურთის, ფრენბურთის და კარატეს შემსწავლელი წრეები. ჩატარდება კომპლექსური სპარტაკიადები. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიების განხორციელება. ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ახალგაზრდობის ჩართულობას სპორტულ ცხოვრებაში. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების: ბიბლიოთეკების, მუზეუმების, სახელოვნები სკოლების, თეატრების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები; ბ.ა) კულტურული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტი აფინანსებს ა(ა)იპ „გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას“ მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), ხელსაყრელი პირობების შექმნის, პიროვნების შემოქმედებითი განვითარების, შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვის და ამ დოკუმენტებით მოსახლეობის მომსახურების მიზნით. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი“. რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ფოლკლორის, ხელოვნების სხვა დარგების დაცვა და პოპულარიზაცია, მოსახლეობის შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და განვითარება. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ა(ა)იპ „გურჯაანის საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანებას“. სასწავლებელი მოიცავს შემდეგ დარგებს: საფორტეპიანო, სავიოლინო, მუზიცირება, სამხატვრო ხელოვნება. სახელოვნებო სასწავლებელი ამზადებს კადრებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად. ასევე ფინანსდება ა(ა)იპ „მრავალჟამიერი I“ რომლის მიზანია ასწავლოს და შეინარჩუნოს ქართული ხალხური ფოლკლორული სიმღერები. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება. კონკურსებში, ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა და წარმოჩენა. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები: დედის და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ღვინის ფესტივალი, საახალწლო ღონისძიება და სხვა კულტურული ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული თვითშეგნების და კულტურული დონის ამაღლებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში ჩატარდება საშობაო მსვლელობა, ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?’’, ახალგაზრდა ხელოვანთა და ცნობილ პოეტებთან შეხვედრები, გურჯაანის ახალგაზრდული დღეები, ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის? (საშემოდგომო სერია), ღია ცის ქვეშ წაკითხული პოეზია (თვითშემოქმედება), და სხვა მიმდინარე ღონისძიებები. ამ ღონისძიებების მიზანია ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. ახალგაზრდების ინიციატივებით ხორციელება სხვადასხვა პროექტები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. სოციალური დაცვა მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამები. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განახლებადი მონაცემთა ბაზების შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტირებულ ოჯახებს, ასევე მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მაგრამ მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებენ მხარდაჭერას, გაეწევათ სხვადასხვა ტიპის დახმარებები. სოციალური პროგრამების ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის სოციალური საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდება. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიხედვით განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დელეგირებული უფლებამოსულობების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა, ავადობის აქტიური გამოვლენა და დაავადებების აღმოფხვრის მიზეზთა და რისკფაქტორთა დადგენა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01 01) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებისათვის თანადაფინანსებას. ბ.ბ) მოქალაქეთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01 02) პროგრამა ითვალისწინებს მოქალაქეების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ბ.გ.) მოსახლეობის სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02 01) პროგრამა ითვალისწინებს უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარებას წელიწადში ერთხელ, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოში და მინიჭებული ქულა შეადგენს 65000-დან 120000-მდე. ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების, ადრეული განვითარების შფერხების მქონე და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა რეაბილიაციისთვის ტრანსპორტის ხარჯის თანადაფინანსებას; 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის ერთჯერად დადახმარებას; მარჩენალდაკარგული ოჯახების, მარტოხელა მშებლების, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წელამდე ასაკის) და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილე შშმ პირების, რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახების, ელ. ენერგიის გადასახადის ყოველთვიურ დაფინანსებას; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის დახმარებას, თითოეულ ოჯახზე 500 ლარის ოდენობით; ბ.დ) ხანძრით, მიწისძვრითა და სხვა ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, უსახლკაროთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02 02) დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება და უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა – საცხოვრებელი ფართის ქირის დაფინანსება. ბ.ე) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 02 03) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებს. ბ.ვ) ა(ა)იპ – სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია „მოქალაქეთა თანადგომა“ (პროგრამული კოდი 06 02 02 04 ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი 200 ბენეფიციარის ყოველდღიური, უფასო კვების უზრუნველყოფა. ბ.ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების ობოლ სტუდენტთა და მკვეთრად გამოხატული შშმპ სტუდენტის სწავლების ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02 05) ობოლ და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სტუდენტთა და მკვეთრად გამოხატული შშმპ სტუდენტის სწავლების ერთჯერადი თანადაფინანსება. ბ.თ.) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02 06 ) პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სპორტსმენების ადაპტაცია-რეაბილიტაციისათვის მგზავრობის ხარჯის თანადაფინანსებას, ადგილობრივ თემში ინკლუზიის ხელშეწყობის პროგრამის თანადაფინანსებას, საწოლს მიჯაჭვული მკვეთრად გამოხატული შშმპ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურ დახმარებას. ბ.ი.) ოჯახებისა და ბავშვთა დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04 01) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისათვის მატერიალურ დახმარებას ყოველ ახალშობილზე (თითოეულზე 300 ლარის ოდენობით); მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი შვილზე (18 წლამდე)) ყოველთვიურად მე-4 და შემდეგ ბავშვზე მატერიალურ დახმარებას (თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით); სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვების დაფინანსებას; ცელიაკიით დაავადებულ ბავშვთა საკვებით უზრუნველყოფა ბ.კ) ვეტერანთა სარიტუალო ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ომის ვეტერანთა ოჯახებისათვის დაკრძალვის, სარიტუალო მომსახურებისათვის ფინანსური დახმარება თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. მუხლი 16 . გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით. ათას ლარებში
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები