„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4915-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 470070000.05.001.019556
4915-IIს
28/06/2019
ვებგვერდი, 04/07/2019
470070000.05.001.019556
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 470070000.05.001.016760) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი, მიწერით საწყობში/ტერმინალში საქონლის შენახვის რეჟიმში მოქცევა – საქართველოს საგადასახადო კოდექსით ან საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, რეექსპორტი, საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევა;“.

2. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების საბაჟო საწყობში შენახვა საბაჟო საწყობის პროცედურის გამოყენებით.“.

3. 30-ე მუხლის:

ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. საიმპორტო (საექსპორტო) ოპერაციის დასრულებისთანავე შესაბამისი საბაჟო ორგანო კომპეტენტურ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწვდის ინფორმაციას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა იმპორტის (ექსპორტის) შესახებ, ფაქტობრივად იმპორტირებულ (ექსპორტირებულ) ნივთიერებათა დასახელების, რაოდენობისა და იმპორტის (ექსპორტის) განხორციელების თარიღის მითითებით.“;

ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საქართველოში შემოტანილ და საქართველოდან გასატან ნარკოტიკულ საშუალებას, აგრეთვე იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებისთვის განკუთვნილ ფსიქოტროპულ ნივთიერებას, რომელთაც არ ახლავთ შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი, დააკავებს საბაჟო ორგანო.“;

გ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ან ექსპორტის საბაჟო პროცედურის განხორციელებისას სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ფაქტობრივ რაოდენობასა და სანებართვო მოწმობაში მითითებულ რაოდენობას შორის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საბაჟო ორგანო აკავებს საქონელს და ამის თაობაზე აცნობებს კომპეტენტურ ორგანოს, რის შემდეგაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სწავლობენ მიზეზებს და მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2019 წ.

N4915-IIს