„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4912-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 050030010.05.001.019557
4912-IIს
28/06/2019
ვებგვერდი, 04/07/2019
050030010.05.001.019557
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 050030010.05.001.018697) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი არ შეიცავს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას, ხორციელდება მხოლოდ კონკრეტული სასაქონლო პარტიის შეჩერება და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაცია ხორციელდება, თუ უფლების მფლობელი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად წარადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ სამსახურს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცული ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც დაცულია საქართველოში, მაგრამ შეტანილი არ არის რეესტრში, სამსახურს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი საქონლის (გარდა მალფუჭებადი საქონლისა) გადაადგილების ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 3 სამუშაო დღით შეჩერების შესახებ.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. შეჩერებული საქონლის გაშვება ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ვერ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირი;

ბ) თუ დადგინდა რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირი, მაგრამ აღნიშნული განაცხადი წარდგენილი არ იქნა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში და შესაბამისი წესის დაცვით ან სამსახურის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე;

გ) რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირის თხოვნის საფუძველზე, თუ აღნიშნული განაცხადი შეიცავს ინფორმაციას საქონლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მიზეზის თაობაზე.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისას სამსახურს აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ ეს საქონელი წარმოებულია საქართველოში დაცულ ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტზე უფლებების დარღვევით, რომელიც შეტანილია რეესტრში, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ასეთი საქონლის გადაადგილების ან/და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების 10 სამუშაო დღით (მალფუჭებადი საქონლის შემთხვევაში – 3 სამუშაო დღით) შეჩერების (შემდგომ – საქონლის შეჩერება) შესახებ.“.

4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ დიზაინზე, პატენტზე, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე ან/და სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების სავარაუდო დარღვევით წარმოებულ შეჩერებულ საქონელთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის წარმოება მიმდინარეობს და საქონლის მფლობელი მოითხოვს საქონლის შეჩერების ვადის გასვლამდე მის გაშვებას, სამსახური უფლებამოსილია გაუშვას საქონელი, თუ დასრულებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურა და საქონლის მფლობელი წარადგენს ერთ-ერთ შემდეგ გარანტიას:

ა) მისი და უფლების მფლობელის ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრული ოდენობით;

ბ) არანაკლებ შეჩერებული საქონლის საბაჟო ღირებულების ოდენობით.“.

5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. სამსახურის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

სამსახურს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას არ გამოვლენილა ინტელექტუალური საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევა, რასაც მოჰყვა შესაბამისი საქონლის გაშვება ან საქონლის შეჩერების ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების სამსახურის მიერ განუხორციელებლობა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2019 წ.

N4912-IIს