„ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციასთან“ შეერთების შესახებ

  • Word
„ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციასთან“ შეერთების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 940
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 187, 31/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
940
30/12/2008
სსმ, 187, 31/12/2008
0000.00.00.000000
„ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციასთან“ შეერთების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2008 - 31/07/2009)

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციასთან“ შეერთების შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველო შეუერთდეს ბერნის 1979 წლის 19 სექტემბრის „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციას“.

2. „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციასთან“ შეერთებისას გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი:

ა) „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ 22-ე მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, არ გაავრცელოს კონვენციის მე-5 მუხლის პირობები კონვენციის I დანართში შეტანილი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული შემდეგი სახეობების მიმართ:

Marsilea quadrifolia L. მარსილია

Salvinia natans L. All. სალვინია

Vaccinium arctostaphylos L. კავკასიური მოცვი

Dracocephalum ruyschiana L. რაკოცეფალა

Cyclamen coum Mill. ყოჩივარდა

Typha minima Funk ლაქაში

Zostera marina L. (Med) ზოსტერა

Kosteletzkya pentacarpos ( L.) Ledeb კოსტელეცკია

Paeonia tenuifolia L. იორდასალამი

(ლალა);

ბ) „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ 22-ე მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, არ გაავრცელოს კონვენციის მე-6 მუხლის პირობები კონვენციის II დანართში შეტანილი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული შემდეგი სახეობების მიმართ:

ფრინველები:

Merops apiaster ოქროსფერი კვირიონი

Melanocorypha calandra ველის ტოროლა

Motacilla alba თეთრი ბოლოქანქარა

Emberiza cia კლდის გრატა

Sturnus roseus ვარდისფერი შოშია

(ტარბი)

რეპტილიები:

Natrix tessellata წყლის ანკარა

ამფიბიები:

Bufo viridis მწვანე გომბეშო;

გ) „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ 22-ე მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, არ გაავრცელოს კონვენციის მე-6 მუხლის პირობები კონვენციის II დანართში შეტანილი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული გარკვეული სახეობების მიმართ, და უზრუნველყოფს მათ მიმართ კონვენციის მე-7 მუხლით განსაზღვრულ დაცვას, ანუ განიხილავს მათ, როგორც კონვენციის III დანართში შეტანილ სახეობებს. ეს სახეობებია:

ძუძუმწოვრები:

Canis lupus  მგელი

Ursus arctos მურა დათვი

Felis silvestris გარეული კატა

ფრინველები:

Ixobrychus minutus მცირე ყარაულა

Accipiter nisus მიმინო

Accipiter gentilis ქორი

Buteo buteo ჩვეულებრივი კაკაჩა

Sterna albifrons მცირე თევზიყლაპია

Sterna hirundo ჩვეულებრივი თევზიყლაპია

Otus scops წყრომი

Upupa epops ოფოფი

Coracias garrulus ყაპყაპი

Dendrocopos major დიდი ჭრელი კოდალა

Hirundo rustica სოფლის მერცხალი

Delichon urbica ქალაქის მერცხალი

Eremophila alpestris რქოსანი ტოროლა

Motacilla flava ყვითელი ბოლოქანქარა

Lanius collurio ჩვეულებრივი ღაჟო

Prunella modularis ტყის ჭვინტაკა

Prunella collaris ალპური ჭვინტაკა

Oenanthe oenanthe ჩვეულებრივი მეღორღია

Oenanthe finischii თეთრზურგა მეღორღია

(მელოტჩიტა)

Oenanthe isabellina ბუქნია-მეღორღია

Phoenicurus ochruros შავი ბოლოცეცხლა

Phoenicurus phoenicurus      ბოლოცეცხლა

Erithacus rubecula     გულწითელა

Parus major დიდი წივწივა (წიწკანა)

Parus caeruleus მოლურჯო წივწივა

(წიწკანა)

Sitta europaea ჩვეულებრივი ხეცოცია

Troglodytes troglodytes ჭინჭრაქა (ღობემძვრალა)

Emberiza melanocephala შავთავა გრატა

Carduelis cannabina ჭვინტა (მეკანაფია)

Carduelis carduelis ჩიტბატონა

Carduelis spinus შავთავა მწვანულა

Carduelis chloris მწვანულა

რეპტილიები:

Vipera lebetina გიურზა

Ophysaurus apodus გველხოკერა

Coluber najadum წენგოსფერი მცურავი

Coronella austriaca სპილენძა

 ამფიბიები:

Hyla arborea ჩვეულებრივი ვასაკა;

დ) „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ 22-ე მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, არ გაავრცელოს კონვენციის მე-7 მუხლის პირობები კონვენციის III დანართში შეტანილი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული შემდეგი სახეობების მიმართ:

ძუძუმწოვრები:

Sciurus vulgaris        ჩვეულებრივი ციყვი

თევზები:

Coregonus   ორაგული (ყველა სახეობა);

ე) „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ 22-ე მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას, შეასრულოს კონვენციის IV დანართის პირობები ფაუნის სახეობების დახოცვისა და დატყვევების აკრძალული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ, შემდეგი პირობებით: ,,საქართველო ეთანხმება ხაფანგებისა და მარყუჟების გამოყენების აკრძალვას, მაგრამ უშვებს მათ მიზანმიმართულ და სპეციფიკურ გამოყენებას ძუძუმწოვრების დასაჭერად მხოლოდ სამეცნიერო მიზნებით, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დაკავშირებულია კონკრეტული პრობლემატური ინდივიდის ბუნებიდან ამოღებასთან.“.

3. ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადი საქართველოს პარლამენტის მიერ „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციასთან“ შეერთების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე დ. ბაქრაძე

თბილისი,

2008 წლის 30 დეკემბერი.

№940–რს