დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხაშურში ახალშენის ქუჩისთვის სახელწოდების გადარქმევისა და 1993 წელს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის - უშანგი ბირკაძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.143.016003 |
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №55
2019 წლის 4 ივნისი
ხაშური
ხაშურში ახალშენის ქუჩისთვის სახელწოდების გადარქმევისა და 1993 წელს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის – უშანგი ბირკაძის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სსიპ – ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 21 სექტემბრის SSVA 00019765 მომართვის საფუძველზე, რეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიხელ ჯანაშვილის, როგორც საკრებულოს წევრის ინიციატივა ხაშურში ახალშენის ქუჩისთვის სახელწოდების გადარქმევისა და 1993 წელს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის – უშანგი ბირკაძის სახელის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები წინააღმდეგი არ არიან და ეთანხმებიან ქუჩისთვის სახელის ცვლილებას. მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, კანონით დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქუჩისთვის სამშობლოს დაცვისთვის დაღუპული მეომრის სახელის მინიჭება. ზემოხსენებული ქუჩის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ქალაქ ხაშურში ახალშენის ქუჩას (მდებარეს: ხაშურში, ჭალის უბნის დასახლებაში, იწყება არჩილ ჯორჯაძის ქუჩის გადაკვეთიდან X 385014.00, Y 4649277. 00 კოორდინატზე და მთავრდება აღმოსავლეთით შლუყურის დასახლებისკენ მიმავალ გზასთან X 385226.00, Y 4649338. 00 კოორდინატზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება ჭალის უბნის სასაფლაო, სამხრეთით – ახალშენის ქუჩის მოსახლეობა.) გადაერქვას სახელი და მიენიჭოს უშანგი ბირკაძის სახელი.
2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
5. განკარგულება ძალაში შევიდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის.: ხაშური, კოსტავას ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე ზურაბ ნოზაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები