დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №05/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 102/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017726 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №05/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (დოკუმენტის ნომერი: 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოქმედებითი საქართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №05/04 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/04/2018, 040030000.22.054.016244) შევიდეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. შემოქმედებითი საქართველოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში –სამინისტრო), რომელიც ამტკიცებს შემოქმედებითი საქართველოს დებულებას.“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) კულტურული ღონისძიებების (მათ შორის გამოფენების, ფესტივალების, სიმპოზიუმების, კონცერტებისა და სხვა) ჩატარება/მონაწილეობა/ხელშეწყობა.“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემოქმედებითი საქართველო თავისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ამოცანებს, საქმიანობის სფეროს და სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს სამინისტროსთან (კურატორ მინისტრის მოადგილესთან) ერთად და ითვალისწინებს უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციებს, რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“. 4. მე-5 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დირექტორს 4-წლიანი სამოქმედო გეგმის (პროგრამის) საფუძველზე 4 წლის ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დირექტორის არყოფნისას, მისი გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოქმედებითი საქართველოს საქმიანობას ხელმძღვანელობს ერთ-ერთი თანამშრომელი. ხოლო დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის ან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში, დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები