დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.167.016446 |
|
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge16/07/2014, 010250040.35.167.016123). |
| მუხლი 2 |
|
1. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მულტიმუნიციპალური სივრცით დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება;“. 2. დებულების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები: „,ა.ა) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის სივრცით დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებისა და პროექტების დამტკიცება;“; ა.ბ) მულტიმუნიციპალური სივრცით დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს მიერ წარდგენილი მილტიმუნიციპალური სივრცით დაგეგმერების გეგმის დამტკიცება;“. 3. დებულების 35-ე მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმაში და/ან წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის, ან/და თავმჯდომარის მოადგილის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. ფრაქციიდან წევრის გასვლის, გარიცხვის ან ფრაქციის წევრის, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად თუ მასში გაერთიანებული დარჩა 3-ზე ნაკლები საკრებულოს წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება, ფრაქციიდან წევრის გასვლის, გარიცხვის ან საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები