დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/06/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.167.016445 |
|
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №78 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/01/2019, 190020020.35.167.016428). |
მუხლი 2 |
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №78 დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი თავი I ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9034.881 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 10191.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 9254.881 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 6. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 650.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 7. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9432.883 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 14160.221 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 14160.211 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
ბ) განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 9. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 10. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -3496.8 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -3704.8 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 12. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -208.0 თასი ლარის ოდენობით. მუხლი 13. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 80.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 14. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესაბამისად მერის ბრძანებით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2019-2022 წლებისთვის, პროგრამები/ქვეპროგრამები მუხლი 15. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს და ქვეპროგრამებს რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა: მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, ჯილდო, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, ვალების დაფარვის ხარჯებს. მმართველობითი სფეროს რეფორმა ერთ ერთი მთავრი ფაქტორია მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის. ასევე იგეგმება გარკვეული რეფორმები, რომელიც განხორციელდება რამდენიმე მიმართულებით: 1. ახალი სტრუქტურის, დებულებებისა და სამუშაოთა აღწერილობის შექმნა. 2. მმართველობითი გუნდის მუშაობის შეფასების შიდა და გარე სისტემების შექმნა. 3. მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებისას მოსახლეობის ჩართულობის სისტემების შექმნა. 4. საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება. 5. ქონების მართვის სისტემის გაუმჯობესება; 6.მიმდინარე პროცესების მართვა და სხვა. 15.1. პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება სასესხო ვალდებულებების დაფარვა პროგრამის მიზანი მუნიცპალიტეტის მიერ აღებული სასესხო ვალდებულებების დადგენილ ვადებში დაფარვა. პროგრამის აღწერა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული სესხების მომსახურება. 15.2. პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება. პროგრამის მიზანი მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანა. პროგრამის აღწერა დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმატი და ფინანსური ანგარიშები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გამოწვეულია თანამშრომლების კვალიფიკაციის არასაკმარისი დონით, აქტივებზე სრულყოფილი ინფორმაციის არ არსებობით. მუნიციპალიტეტში არ არის აქტივების აღრიცხვის ერთიანი სისტემა. საბიუჯეტო პროცესში დაბალია მოსახლეობის ჩართულობის და პროცესების გამჭვირვალობის დონე. ყოველივე ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებისათვის განხორციელდება თანამშრომლების გადამზადება, მოსახლეობაში გამოკითხვების ჩატარება და აქტივების შესახებ სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის შეფასება, მოსახლეობის ჩართულობისა და გამჭვირვალე პროცესების წარმართვისათვის შეიქმნება და დაინერგება მდგრადი სისტემა. მუხლი 16. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის და სოფლების ქუჩების განათება, დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობა, სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 16.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია პროგრამის მიზანი: საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა. პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტი გეგმავს გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას რაც ხელს შეუწყობს ქუჩებისა და მაგისტრალების განტვირთვას ჭარბი სატრანსპორტო ნაკადებისაგან და ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას, გაგრძელდება მუშაობა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, მოხდება გზების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან. ასევე ყურადღება მიექცევა რეაბლიტირებული გზების მოვლას, რაც გულისხმობს ორმულ შეკეთებებს, 16.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია პროგრამა ითვალისწინებს გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია-რეაბილიტაციას, სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობას, წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციას და გარემოს დაცვითი ღონისძიებებს. 16.2.1. წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია პროგრამის მიზანი: წყლის სისტემების გამართული ფუნქციონირება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების ხელშეწყობა, დაფინანსდება წყლის ჭაბურღილების მშენებლობა და არსებული ჭაბურღილების, წყლის სათავე ნაგებობების და წყლის მაგისტრალების მიმდინარე შეკეთება, გაწმენდა, დაქლორვა და სხვა. 16.2.2. გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაცია პროგრამის მიზანი: გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება. პროგრამის აღწერა: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია – დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება და მოვლა-პატრონობის ხარჯები. გარე განათების მოვლა პატრონობას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ,,ლაგოდეხის სერვისცენტრი“. 16.3. დასუფთავება და გარემოს დაცვა მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების პროგრამა თანხვედრაშია ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების 2019-2022 წლის დოკუმენტში მოცემულ სტრატეგიასთან. ჩვენი მიზანია ყველა გადაწყვეტილების, მათ შორის, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ეკონომიკურ მიზანშეწონილობასთან ერთად, ეკოლოგიური ეფექტიანობის გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყურადღება მიექცეს ისეთი პროგრამების განხორციელებას როგორიცაა მწვანე ნარგავების დარგვა და მოვლა-პატრონობა, გარემოს დასუფთავება, სუფთა ტრანსპორტი, ნარჩენების სეპარირებულად შეგროვება, უნარჩენო წარმოების ხელშეწყობა და სხვა. აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტში პოლიტიკას წარმართავს ინფრასტრუქტურის სამსახური, ხოლო აღსრულების კუთხით ჩართულია ა(ა)იპ – ლაგოდეხის სერვისცენტრი“. 16.3.1. დასუფთავება და ნარჩენების გატანა პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება და დასუფთავების მუნიციპალური სერვისის გამართული ფუნქციონირება პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება; სანაგვე კონტეინერების გარეცხვა; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთა; საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა; ნაგავსაყრელის ექსპლუატაცია და სანიტარული მომსახურება; დამატებითი ურნებისა და ნაგვის მანქანებების შესყიდვა. 16.3.2. მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა პროგრამის აღწერა: პროგრამის განხორციელებით საგრძნობლად უმჯობესდება მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობა, გარეიერსახე და მოსახლეობის დასვენების პირობები. მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსება და მათი შენარჩუნება საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს მუნიციპალიტეტის მწვანე საფარი. ასევე ხორციელდება ქალაქში არსებული სასაფლაოების, ბაღების, სკვერების მოვლა-პატრონობა; მცენარეთა შესყიდვა, (სხვადასხვა ჯიშის ყვავილები, ბუჩქები, ხე-მცენარეები); მწვანე თარგების მოწესრიგების მიზნით, მწვანე გაზონების მოწყობა, დაზიანებული ხეების მოჭრა-გადაბელვა და კუნძების ამოღება-გატანა; ზრდასრული ხე-მცენარეების გადარგვა, სარწყავი ქსელების რეკონსტრუქცია და ახლის მოწყობა; სკვერების და პარკების მოწყობა-რეაბილიტაცია; საპარკე ფურნიტურის მონტაჟი სარეკრეაციო ზონებში და სხვა ღონისძიებები. მუხლი 17. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა სკოლამდელი განათლების დონეზე იწყება. მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო მიმართულებები სრულ თანხვედრაში იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ რეფორმებთან. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები რეფორმირდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად და დაიწყება განათლების ხარისხის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა, რათა მყარი საფუძველი აღსაზრდელების სასკოლო განათლების მისაღებად მომზადებისთვის. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზია, აღსაზრდელების უსაფრთხოება და საუკეთესო ინტერესების დაცვა. გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი. ეროვნულ დონეზე შეიქმნილი სკოლამდელი განათლების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტები გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტში განვითარების მიმდინარეობის შეასაფასებლად. გაგრძელდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახლი ინფრასტრუქტურის განვითარება და არსებულის გაუმჯობესება. აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა, დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარება, პროფესიული ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა. 17.1 სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება პროგრამის მიზანი: სკოლამდელი ასაკი ბავშვების სკოლისთვის მზაობა პროგრამის აღწერა: პროგრამამ უნდა უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს შემდეგი ღონისძიებების გატარებას: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/ მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა (სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის: ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა, არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა, საჭიროების შემთხვევაში ბავშვების სხვადასხვა სოფლებიდან ტრანსპორტირება. მუხლი 18. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) სპორტის, ახალგაზრობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განავითაროს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მიერ ასევე ამავე სფეროში შექმნილი ა(ა)იპ-ის მიერ. 18.1. სპორტის სფეროს განვითარება პროგრამის მიზანი: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება-პოპულარიზაცია პროგრამის აღწერა: პროგრამა მოიცავს მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებას - პოპულარიზაციას, ასაკობრივი გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, პირველობები, თასების გათამაშებები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები); სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნულ ფედერაციებთან, სპორტულ ასოციაციებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების აღდგენა, მშენებლობა. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობას. პროგრამა ასევე მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე, ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე ნაკრები გუნდების წევრთა მიერ საპრიზო ადგილების დაკავებას. სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინება საერთაშორისო ტურნირებზე; ქართული საბრძოლო ხელოვნების ხელშეწყობა; მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაზე და სპორტის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა. მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებებისათვის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მატერიალური წახალისება. მუნიციპალიტეტში მასობრივი სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის გაზრდის მიზნით იგეგმება სხვადასხვა სახეობებში სპორტული კლუბების ხელშეწყობა და განვითარება საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზებზე და სხვა. 18.2. კულტურის სფეროს განვითარება პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითარება და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო, სახალხო, რელიგიური დღესასწაულებისა და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების აღნიშვნას, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ტრადიციების მაქსიმალური შენარჩუნება, რათა სასიამოვნო და დაუვიწყარი გარემო შეიქმნას როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც, ხელოვანების ღირსეულად წარმოჩენასა და მათი შემოქმედების ხელშეწყობას, ფესტივალების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების ხელშეწყობას, დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებტან კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება-გაფართოების მიზნით სპეციალური გაცვლითი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებას, თავისუფალი თეატრალური პროექტების ხელშეწყობას, საგამომცემლო საქმიანობისა და კულტურულ საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობას, სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულების განვითარებას, როგორიცაა: თეატრი, სახვითი ხელოვნება, სამუსიკო სფერო თუ ლიტერატურა, მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში სხვადასხვა თაობის ხელოვანების ჩართულობა, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის მომზადება და სხვა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული იქნება კულტურის სფეროს დაწესებულებები, როგორიცაა ბიბლიოთეკა, მუზეუმი, კულტურის სახლი, სამუსიკო სკოლები, ხელოვნებო სკლოლები და სხვა. მუხლი 19. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) ჯანდაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, რომელიც გაგრძელდება ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) შესაბამისად. მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინასება რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველ ფენის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისებზე. 19.1. ჯანმრთელობის დაცვა პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოპერატიული ფუნქციების განხორციელების გზით; პროგრამის აღწერა: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა და მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის, სამედიცინო სტატისტიკური მასალის მოპოვება და წარდგენა დკსჯე ცენტრში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა, პრევენციული ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას, გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ინფექციათა კონტროლისა და პროფილაქტიკის, სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შერჩევითი კონტროლის განხორციელება. წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის რუტინული მონიტორინგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ტუბერკულოზისა და “C” ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და სხვა. 19.2. სოციალური დაცვა პროგრამის მიზანი: მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; პროგრამის აღწერა: სოციალური პროგრამების ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის (მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ, უსახლკარო და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები) სოციალური საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდება. გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (მათ შორის ბავშვთა) პრევენციული, სარეაბილიტაციო და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა; შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობის მიზნით არასამეწარმეო იურიდიული პირების პროექტების დაფინანსება; სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგის სახის ქვეპროგრამები: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებები აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა სახის დახმარებას, ზამთრის თბობის სეზონზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ დახმარებას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური დახმარების ხარჯებს. უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარების კვებით უზრუნველყოფას. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელება. სარიტუალო ხარჯი აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დიდი სამამულო ომის ვეტერანების და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სარიტუალო ხარჯებს. თავი III ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ასიგნებები მუხლი 20. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები თანდართული ცხრილის შესაბამისად:
თავი IV მარეგულირებელი ნორმები მუხლი 21. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 22. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 23. 2019 წლის განმავლობაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 24. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 25. 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე. 2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 26. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 27. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. მუხლი 28. 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 220,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 116,0 ათასი ლარი; ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 102,0 ათასი ლარი; გ) მე 2 მსოფლიო ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯები – 2,0 ათასი ლარი; 2. ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 29. 2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 80,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. თავი V მუხლი 30. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
დოკუმენტის კომენტარები