საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4925-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.019530
4925-IIს
28/06/2019
ვებგვერდი, 04/07/2019
040000000.05.001.019530
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 679-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგზავნი ვალდებულია ზედნადებს დაურთოს ყველა საბუთი, რომლებიც აუცილებელია ტვირთის მიტანამდე საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად და სხვა, მსგავსი მოქმედებების შესასრულებლად, ან ეს საბუთები გადამზიდველს გადასცეს და მას მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია.“.

2. 692-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადაზიდვის თანხა, აგრეთვე საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული და სხვა, მსგავსი ხარჯები ტვირთის მთლიანად დაკარგვისას უნდა დაბრუნდეს მთლიანად, ხოლო ნაწილობრივ დაკარგვისას – ნაწილობრივ.“.

3. 732-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემკვეთმა ექსპედიტორის მოთხოვნით მას დროულად უნდა მიაწოდოს ტვირთის შესახებ შესაბამისი ცნობები, აგრეთვე უნდა მისცეს  გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად აუცილებელი მითითებები, მიაწოდოს საბაჟო ფორმალობების განსახორციელებლად და სხვა მოქმედებების შესასრულებლად და, აუცილებლობის შემთხვევაში, იმპორტის გადასახადის გადასახდელად აუცილებელი ცნობები. გარდა ამისა, შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს  აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად აუცილებელი დოკუმენტები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

28 ივნისი 2019 წ.

N4925-IIს