დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 07/06/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016444 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 27/12/2018; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.161.016433) დამტკიცებულ დანართში და ა). დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; ბ) დანართის მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება: განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; გ) დანართის მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები (ათას ლარებში)
“; დ) დანართის მეხუთე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები (ათას ლარებში)
“; ე) დანართის მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები (ათას ლარებში)
“; ვ) დანართის მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 32,140.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: (ათას ლარებში)
(ათას ლარებში)
“; ზ) დანართის მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალური ჭრილში, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“; თ) დანართის მეთოთხმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერები 1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი – 260.0 ათ. ლარის ოდენობით. 2. დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის – 1,290.0 ათ. ლარის ოდენობით. 3. დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის – 285.7 ათ. ლარის ოდენობით. 4. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2577 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, გარდაბნის მუნიციპალიტეტს გამოეყო 6,617,658 ლარი, შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად: ქალაქ გარდაბანში შიდა გზების (თამარ მეფის, გამარჯვების, აშიშ ბილალის ქუჩები და ქვემო კაპანახჩის დასახლებაში მისასვლელი გზა და ჩიხი) რეაბილიტაციისთვის – 1,449,340 ლარი, სოფელ კრწანისში შიდა გზების მოასფალტება - 258,823 ლარი, სოფელ მუღანლოში შიდა გზების მოასფალტება – 314,195 ლარი, სოფელ სართიჭალაში შიდა გზების რეაბილიტაცია – 584,291 ლარი, სოფელ მარტყოფში ღვთაების მონასტერთან მისასვლელ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარისა და ხიდის მოწყობა – 1,871,394 ლარი, სოფელ საცხენისისა და სოფელ ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია – 1,053,571 ლარი, სოფელ კუმისში შიდა გზების მოასფალტება – 1,086,394 ლარი. 5. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის №45 განკარგულებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტს გამოეყო - 662,000 ლარი. 6. „ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №554 განკარგულებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტს გამოეყო 429,000 ლარი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამბულატორიული შენობების რეაბილიტაციისა და მშენებლობისათვის: სოფელ ლემშვენიერაში ამბულატორიის რეაბილიტაცია – 20,189 ლარი, სოფელ სააკაძეში ამბულატორიის რეაბილიტაცია - 25,044 ლარი, სოფელ ვაზიანში ამბულატორიის რეაბილიტაცია – 24,070 ლარი, სოფელ ახალსოფელში ამბულატორიის რეაბილიტაცია – 34,697 ლარი, სოფელ მუხროვანში ამბულატორიის მშენებლობა – 81,250 ლარი, სოფელ საცხენისში ამბულატორიის მშენებლობა – 81,250 ლარი, სოფელ თელეთში ამბულატორიის მშენებლობა – 81,250 ლარი, სოფელ ახალ სამგორში ამბულატორიის მშენებლობა – 81,250 ლარი. 7. „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №557 განკარგულებით გარდაბნის მუნიციპალიტეტს გამოეყო 285,000 ლარი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განსახორციელებლად: სოფელ მარტყოფში ნაპირსამაგრი რკინაბეტონის კედლის მოწყობა – 141,940 ლარი, სოფელ მარტყოფში ნაპირსამაგრი გაბიონის კედლის მოწყობა – 32,660 ლარი, სოფელ კრწანისში (მთისძირში) არსებული არხის კალაპოტის გაწმენდა – 69,325 ლარი, სოფელ კრწანისში არსებული რკინაბეტონის და გრუნტის არხების გაწმენდა – 41,075 ლარი.
ი) დანართის მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
“ |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები