დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4919-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.05.001.019550 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 06.11.2009, მუხ. 191) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და სამართლებრივი აქტები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობები, ეს კანონი, საქართველოს სხვა კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. |
თბილისი, 28 ივნისი 2019 წ. N4919-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები