„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016496
11
06/06/2019
ვებგვერდი, 10/06/2019
010250020.35.162.016496
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №11

2019 წლის 6 ივნისი

ქ. ახმეტა

 

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09.02.2018, 010250020.35.162.016424) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-3 მუხლის:

ა) „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციების და პროექტების შემუშავებას;“;

ბ) „დ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1“) მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობის და დებულების პროექტის შემუშავებას;“;

გ) „თ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1” პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ1)  წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, მიწის ნაკვეთისთვის ან/და შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭების, მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენის, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;“.

2. დებულების მე-4 მუხლის:

ა) „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებისა და პროექტების შემუშავებას;“;

ბ) „დ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„დ1) მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობისა და დებულების პროექტის შემუშავებას;“;

გ) „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით; წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, მიწის ნაკვეთისთვის ან/და შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა ნაგებობის სტატუსის მინიჭების, მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენის, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამარ ყეინიშვილი