დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 9 |
დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 06/06/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/06/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.162.016494 |
|
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბერის №66 დადგენილებაში (www.matsne.ge, 27/12/2018, 190020020.35.162.016485) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი სახით:
|
მუხლი 2.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
|
თავი II
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
მუხლი 3.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 15747,5 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 8 285,6 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6482,7 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 979.2 ათასი ლარის ოდენობით.
|
თავი III
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 7.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 8 672,7 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 8.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 9598,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვროს 9698,8 ათასი ლარის ოდენობით, შემდეგი სახით:
ბ) არაფინანსური აქტივების კლება განისაზღვროს 100,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2524,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -2610,5 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 86.5 ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 86.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
თავი V
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 2019-2022 წლებისათვის |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 1.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შენარჩუნება და განახლება, ასფალტის საფარის ორმული შეკეთება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას. დაზიანებული ქვაფენილების და ტროტუარების აღდგენა-რეაბილიტაცია და მოპირკეთება ასფალტო–ბეტონის საფარით. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2577 განკარგულებით დაფინანსდება: ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების დუისი-წინუბნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ქ. ახმეტაში ოძელაშვილის, ევდოშვილის, მარჯანიშვილის, ახმეტელის, ბარათაშვილის, საბეროს, რუსთაველის, კოსტავას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები; სოფლების ახალშენისა და შახვეტილასთან მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
1.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა -რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება. 1.2.1. ბინათმშენებლობა ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია. 1.2.2. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემების და სათავე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია, აგრეთვე არსებული სისტემის მოვლა-შენახვა. განხორციელდება სოფლების ჭაბურღილების ენერგოსისტემების მოწყობა და რეგიონალური პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრების თანადაფინანსება. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2577 განკარგულებით დაფინანსდება: სოფლების აწყურისა და მატნის სასმელი წყლის რეაბილიტაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
1.2.3. ა(ა)იპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების სასმელი წყლის სისტემების მოვლა-პატრონობის ცენტრი (პროგრამული კოდი (03 02 09) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლით უკეთ მომარაგების მიზნით საჭირო ხდება დამატებითი ჭაბურღილების მოწყობა, დაზიანებული და მოძველებული სასმელი წყლის სისტემების და სათავე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია. 1.2.4. გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება. ქალაქისა და სოფლების ქუჩების ახალი ქსელების მოწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელებზე გახარჯული ელექტრო-ენერგიის საფასურის გადახდა. გარე განათების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობისა და გარე განათების სამსახური“. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
1.3. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ მოხდება სანაგვე ურნების შეძენა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
1.3.1. ა(ა) იპ კეთილმოწყობისა და გარე განათების სამსახური (პროგრამული კოდი 03 02 12) მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ყოველდღიურად მოხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. დაიგვება ქალაქის ქუჩები, სკვერები. განხორციელდება გზების ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისაგან განთავისუფლება. საჭიროებისამებრ სისტემეტიურად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული როგორც რკინა-ბეტონის, ასევე გრუნტის სანიაღვრე არხები. დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობა, ქალაქისა და სოფლების ქუჩების ახალი ქსელების მოწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
1.3.2. სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) გათვალისწინებულია სოფლების სარწყავი ქსელების მოწყობის, რეაბილიტაციის ხარჯები. 1.3.3. სანიაღვრე არხების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 04 02) საჭიროებისამებრ სისტემატურად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული როგორც რკინა-ბეტონის, ასევე გრუნტის სანიაღვრე არხები. 1.3.4. სპეც. ტექნიკის და სათადარიგო ნაწილების შეძენა (პროგრამული კოდი 03 02 04 04) გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საჭიროებისათვის სასოფლო-სამეურნეო მანქანების შეძენის, ტრაქტორის კაპიტალური შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯები. 1.3.5. სკვერების, ბორდიურების, დასასვენებელი ბაღებისა და მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. ახმეტის სკვერების კეთილმოწყობის ღონისძიებები. 1.3.6. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 04). „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის N45 განკარგულებით გამოყოფილი თანხა შეადგენს 686,0 ათ. ლარს, თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეადგენს 26,0 ათ. ლარს. პროგრამის ფარგლებში სოფლებთან მისასვლელი და შიდასაუბნო გზების რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 112,0 ათასი ლარი, ხიდების რეაბილიტაციისათვის 14,0 ათ. ლარი. სოფლებში სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაციიისათვის გათვალისწინებულია 227,0 ათასი ლარი, სასაფლაოების შემოსაღობად 48,0 ათასი ლარი, საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაციისათვის 20,0 ათასი ლარი, გარე განათების მოწყობისათვის 99,0 ათასი ლარი, ნაპირსამაგრი ნაგებობის მოსაწყობად 2,0 ათასი ლარი, სანიაღვრე არხების მოსაწყობად 30,0 ათასი ლარი, კულტურის სახლის რეაბილიტაციისათვის 34,0 ათასი ლარი, საზოგადოების თავშეყრის ადგილებისა და მოსაცდელების მოსაწყობად 10,0 ათასი ლარი, სკვერის მოსაწყობად 62,0 ათასი ლარი, სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 54,0 ათასი ლარი. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 2.1. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 38 საბავშვო ბაღი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს არსებული მუნიციპალური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ახალი ბაღების მშენებლობას, ასევე ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორი მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბავშვების მეთვალყურეობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სწავლების დონის განსაზღვრა, შესაბამისი პროგრამების, სასწავლო და მეთოდური მასალების განსაზღვრა. ბავშვთა სრულფასოვანი კვების ორგანიზება. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2577 განკარგულებით დაფინანსდება: ქ. ახმეტაში N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული მონაცემების გამოვლენა. გარდა ამისა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდება ბიბლიოთეკების, მუზეუმების, ხელოვნების სკოლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 3.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. გათვალისწინებულია სტადიონების და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2019 წლის განმავლობაში დაფინანსდება სამი სპორტული სკოლა, ესენია:
სკოლებში ფუნქციონირებს ძიუდოს, თავისუფალი, ბერძნულ-რომაულის, მკლავჭიდის, ფეხბურთის, კალათბურთის, მძლეოსნობის, ჩოგბურთის, კინბოქსის სექციები და აღნიშნულ სექციებში ჩართულია 700-მდე ბავშვი. პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.2.1. ა(ა)იპ – ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციის ხარჯები (პროგრამული კოდი 05 02 01) მოხდება ადმინისტრაციის შესანახი ხარჯებისა და სხვადასახვა კულტურული ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ, დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 8 ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია 133688 ცალი წიგნი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნაზე. დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის სახლები (ქ.ახმეტის, ქისტაურის, ოჟიოს, ქვ.ალვანის,ზ.ალვანის, მატნის, საკობიანოს, დუისის, ჯოყოლოს, ომალოს). ქვეპროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების მოვლა-პატრონობის ხარჯების დაფინანსებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სამი მუზეუმი: 1. რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმი, 2. ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 3. პანკისის ეთნოგრაფიული მუზეუმი. აღნიშნული მუზეუმებისათვის სისტემეტიურად ხდება სამუზეუმო ექსპონატების მოძიება-მატება, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის ქრონოლოგიური პერიოდულობით დალაგება და კლასიფიკაცია. დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული ეპოქის 400-ზე მეტი ისტორიული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხარჯები. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლი ,,ბახტრიონი’’ და ანსამბლი ,,პანკისი’’. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
3.2.2. კლუბები (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქვ. ალვანის კულტურის სახლში მხარეთმცოდნეობის მუზეუმისათვის გამოყოფილი ფართის რეაბილიტაცია. 3.2.3. სახელოვნებო და მუსიკალური სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 07) პროგრამა ითვალისწინებს სახელოვნებო ორგანიზაციებში შემოქმედებითი აზროვნების დანერგვა-ხელშეწყობას. ხალხური შემოქმედების, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ორი სახელოვნებო სკოლა, ესენია:
სკოლა ასევე უზრუნველყოფს მომავალი თაობების ცოდნის გაღრმავებას, სკოლაში არის სახელოვნებო წრეები, როგორიცაა ხატვის, ჭადრაკის, ცეკვის, თიხის და გამოყენებითი ხელოვნების. სკოლაში ირიცხება 300-მდე ბავშვი. პროგრამაში გათვალისწინებულია უნარშეზღუდული ბავშვების ჩართვა, რაც უზრუნველყოფს მათ მომავალი პროფესიული ცოდნით, რადგან ისინი გარდა ფსიქოლოგიური განტვირთისა შეისწავლიან რომელიმე პროფესიას, როგორიცაა კერვა, ქარგვა, თექის დამზადება, თიხის დამუშავება და ა.შ., რაც მათი შემდგომი დამოუკიდებელი არსებობისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. ამავე პროგრამაში შესაძლებელია ჩართული იყვნენ დიასახლისები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ დახმარებას და არც საპენსიო ასაკი აქვთ. აქ ისინი განერიდებიან მძიმე სოციალურ პრობლემებს და ასევე შეიძენენ განათლებას, რომელიც შეიძლება მათი შემოსავლის წყარო გახდეს. სკოლაში ასევე ფუნქციონირებს სპორტული სექცია, როგორიცაა ,,კრივი“, სადაც მომზადებას გადის 35 ბავშვი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები
3.2.4. ა(ა)იპ ,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია’’ (პროგრამული კოდი 05 02 09) თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია შეადგენს 31434 ჰექტარს და მოიცავს თუშეთის ტერიტორიაზე არსებულ 48 სოფელსა და ნასოფლარს, მათ მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, ტყის ნაწილებს, გზებს. პროგრამის მიზანია თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს შენარჩუნება, ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა, ასევე ეროზიული გავლენის ზონაში მოხვედრილი ტერიტორიების დაცვა ანთროპოგენული ზემოქმედებისაგან, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველსაყოფად სისტემეტურად განხორციელდება თუშეთის შიდა გზების რეაბილიტაცია და წმენდა ნაშალისაგან. თუშეთის დაცული ლანდშაპტის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.2.5. ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალური ტყე-პარკებისა და სასაფლაოების მართვის ცენტრი“(პროგრამული კოდი 05 02 11) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტყე-პარკებისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და გამწვანების სამუშაოები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.3. საინფორმაციო ცენტრი(პროგრამული კოდი 05.03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის გაზეთი ,,ბახტრიონი’’. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3.4. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებით და შეღავათით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. 4.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიხედვით განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა. პროგრამა მიმართულია მოსახლეობაში ინფექციური და არაინფექციური დაავადებებზე ზედამხედველობის, მათი გავრცელების შემცირების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის. ინფექციური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვის ყველაზე ეფექტური და შედეგზე გათვლილი ღონისძიება არის იმუნიზაცია, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმთავრეს ფუნქციას. ჩვენს მუნიციპალიტეტში მეცხოველეობა არის ადამიანთა საქმიანობის მნიშვნელოვანი სფერო, ამიტომ მოსახლეობაში გვხვდება ბრუცელოზის შემთხვევები, რაც საჭიროებს აქტიურ ეპიდზედამხედველობას, ვეტ. სამსახურის დროულ ჩართვას, ოჯახის წევრების ლაბორატორიულ კვლევას და მკურნალობის დროულ დაწყებას. ახმეტის მუნიციპალიტეტში აღარ გვაქვს მალარიის შემთხვევები, მაგრამ არ ვართ დაზღვეული რომ დაავადებული ადამიანი შემოვიდეს სხვა ქვეყნიდან, სწორედ ამიტომ მალარიის პროგრამა მუშაობს ქვეყანაში და ამასთან ახმეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ფუნქციონირებს ლაბორატორია სადაც ხდება მალარიის ლაბორატორიული კვლევა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ აგრეთვე ხორციელდება აქტიური ზედამხედველობა ტუბერკულოზის ყველა ახლადგამოვლენილ შემთხვევაზე. ერთ ერთი უმთავრესი პროგრამა, რომელიც ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ არის ცოფთან ბრძოლის პროგრამა. ამ პროგრამის განხორციელება წარმოებს ვეტსამსახურთან აქტიური თანამშრომლობის ფონზე ამასთან ერთად ცოფით დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება მოსახლეობის ინფორმირება აღნიშნული დაავადების შესახებ. „ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის N554 განკარგულებით დაფინანსდება სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.2.1. ავადმყოფთა მკურნალობის ხარჯები (06 02 01) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურებისათვის დახმარებას. 4.2.2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (06 02 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება. 4.2.3. ხანძრით, მიწისძვრით და სხვა სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური დაცვა (06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულადი და მატერიალური დახმარება. 4.2.4. მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურება (06 02 04) ქვეპროგრამის ძირითადი დანიშნულებაა ყოველ კვირა დღეს ავტოტრანსპორტით უფასო მომსახურეობა გაეწიოს ილტოსა და კასრისწყლის მოსახლეობას. 4.2.5. ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში სამამულო ომის ვეტერანები სადღესასწაულოდ მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას, გარდაცვლილი ომის ვეტერანთა ოჯახები მიიღებენ სარიტუალო ხარჯებისათვის თანხას 250 ლარის ოდენობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 250 ლარის ოდენობით. 4.2.6. უმწეოთათვის უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად და უმწეო მდგომარეობაში მყოფ 300-მდე ბენეფიციარის ყოველდღიურად უფასო კვებას. 4.2.7. თუშეთის მოსახლეობის ავიარეისით მომსახურების ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის დანიშნულებაა ამინდის გაუარესების დროს შექმნილ უგზოობის პერიოდში ავიარეისით უფასო მომსახურება გაეწიოს თუშეთის მოსახლეობას. 4.2.8. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 09) მოსახლეობისათვის უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის პროექტის თანადაფინანსება. 5. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები; თავდაცვა პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს, აგრეთვე თავდაცვის ხარჯებს. მათ შორის: 5.1. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სისტემის საქმიანობის ხელშეწყობა (კოდი: 0100) 1.1 პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება სასესხო ვალდებულებების დაფარვის პროგრამა. მიზანი მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სასესხო ვალდებულებების დადგენილ ვადებში დაფარვა. აღწერა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული სესხების მომსახურება. 5.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 00) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. აღრიცხვაზე იქნება აყვანილი და სამედიცინო შემოწმებას გაივლის 200- მდე წვევამდელი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
|
თავი VI
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით შემდეგი სახით:
|
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 15 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 16 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 17 |
2019 წლის განმავლობაში ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე დანამატები გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 18 |
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 19 |
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ახმეტის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 20 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება.
|
მუხლი 21 |
მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 04-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
|
მუხლი 22 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
|
მუხლი 23 |
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი – 835,1 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 72,8 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 62.2 ათასი ლარი. გ) „საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის უფლებამოსილებების დელეგირების მიზნით“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის №13 განკარგულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 700,1 ათასი ლარი. |
მუხლი 24 |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
მუხლი 25 |
2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 50,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები