დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 264 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260000.10.003.021281 |
|
„სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120260000.10.003.017853) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. X თავის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ოფიცრების შემადგენლობის, მათ შორის, უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე პირების, სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ან მათ მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“. 2. XVI თავის: ა) მე-12 პუნქტის: ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურის მოსამსახურე, მათ შორის, უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე პირები – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის ბრძანებით ხორციელდება: ა) სამხედრო მოსამსახურის სხვა თანამდებობაზე (გარდა თავდაცვის ძალების მეთაურისა) გადაადგილება (დანიშვნა/გათავისუფლება, დაწინაურება/დაქვეითება); ბ) სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დროებით არყოფნისას მისი მოვალეობების სხვა სამხედრო მოსამსახურეზე დაკისრება, გარდა ამ თავის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 3. XIX თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით სასწავლებლად მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ან „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდეს: ა) 1500 ლარამდე – I კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; ბ) 2500 ლარამდე – II კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; გ) 4000 ლარამდე – III კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში; დ) 5000 ლარამდე – IV კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში.“. |
| მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 10 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები