დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 166 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 04/06/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017203 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ 0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, ან ამავე სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ელექტროძრავიან მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-100 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტრანსპორტირების დაწყების თარიღის დასადგენად: ც.ა) კონოსამენტი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ამ საქონლის (ტვირთის) გემზე მიღების თარიღი, ან ც.ბ) საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსუბუქი ავტომობილის საზღვაო კონტეინერში ჩატვირთვასა და გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას 2019 წლის 1 ივნისამდე. ამასთან, ასეთი დოკუმენტი სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს კონტეინერის ნომერს და მსუბუქი ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერს.“. |
მუხლი 2 |
ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული, მსუბუქი ავტომობილის ტრანსპორტირების დაწყების თარიღის დასადგენად საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები