„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 103/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017727
103/ნ
07/06/2019
ვებგვერდი, 10/06/2019
430010000.22.022.017727
„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №103/ნ

2019 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონის (№3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 638 მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 08/06/2012, 430010000.22.022.016379) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესში“ (დანართი 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ)  მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სკოლა ვალდებულია იმ პირთა სია, რომლებმაც დაძლიეს საბაზო და/ან საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე, მიაწოდოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა) სასწავლო წლის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. სკოლა ვალდებულია იმ პირთა სია, რომლებმაც საბაზო და/ან საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე დაძლიეს ექსტერნატის, სემესტრული, საშემოდგომო ან წლიური გამოცდების შედეგად, მიაწოდოს საინფორმაციო სისტემას შესაბამისი გამოცდების შედეგების დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

6. საინფორმაციო სისტემა სკოლებიდან წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ქმნის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლების მქონე პირების მონაცემთა ელექტრონულ ბაზას (შემდგომში - მონაცემთა ელექტრონული ბაზა), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი (არსებობის შემთხვევაში), დაბადების თარიღი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება და მოსწავლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის წელი.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს.“;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ პირებზე, რომლებმაც „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №15/ნ ბრძანების შესაბამისად სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის და ამ კლასში შემავალი ცალკეული საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაუძლევლობის გამო ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისი საგანი/საგნები არ შედიოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების იმ საგანთა ჩამონათვალში, რომელთა დაძლევა  2019 წლის 11 აპრილამდე მოქმედი  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების საფუძველს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა განაცხადისა და საბოლოო შეფასების უწყისის მიხედვით შედგენილი მოსწავლეთა საშუალო საფეხურის სახელობითი ნუსხის საფუძველზე.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-8 პუნქტები:

„4. იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი − ატესტატი.

5. იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ მიიღეს, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი − ატესტატი.

6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პირები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად  ტერიტორიულ სამსახურს მიმართავენ 2019 წლის დასრულების შემდეგ, მიიღებენ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატს.

7. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ელექტრონული ბაზა არ შეიცავს ინფორმაციას ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, სკოლა უფლებამოსილია მიმართოს საინფორმაციო სისტემას და მოითხოვოს დაინტერესებული პირის შესახებ ინფორმაციის ასახვა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

8. საინფორმაციო სისტემა ამ მუხლის მე-7 პუნქტით მოწოდებულ ინფორმაციას გადაამოწმებს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან და მოწოდებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ასახავს ინფორმაციას მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმიხეილ გიორგაძე