დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის N01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/06/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016196 |
|
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ’’ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანების (ვებგვერდი, 10/04/2018; სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016176): |
ა)
პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული სამედიცინო დაზღვევის ხარჯების ანაზღაურების წლიური ზღვრული ოდენობები ევროში დასაფინანსებელი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიხედვით (დანართი №7) პირველი გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
ბ)
მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„8. ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ საშუამავლო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ან მომსახურებით სარგებლობის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნიდან 6 თვის განმავლობაში ერთჯერადად უნაზღაურდებათ მომსახურების ხარჯის 80%, ხოლო დანარჩენ მოსამსახურეებს – 50%, მაგრამ არაუმეტეს დასაქირავებელი ბინის ერთი თვის ქირის ოდენობისა.’’; |
გ)
მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული საშუამავლო მომსახურების ხარჯები ანაზღაურდეს ამ ბრძანების მე-8 პუნქტისაგან განსხვავებული პირობებით.“. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები