დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვემო არანისში მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული ალექსი წიკლაურის სახელის მინიჭების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვემო არანისში მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული ალექსი წიკლაურის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016003
25
30/05/2019
ვებგვერდი, 05/06/2019
000000000.00.152.016003
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვემო არანისში მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული ალექსი წიკლაურის სახელის მინიჭების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №25

2019 წლის 30 მაისი

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვემო არანისში მდებარე უსახელო ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული ალექსი წიკლაურის სახელის მინიჭების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ’’ მე-7 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვემო არანისში მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული ალექსი წიკლაურის სახელი თანდართული რუკის მიხედვით.

 2. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

 3. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

 4. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნებულ იქნეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

 5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამრთი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა N17).

 

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         კახაბერ ჩიტაური