ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32-81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2019
ძალაში შესვლის თარიღი 15/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016578
32-81
15/05/2019
ვებგვერდი, 05/06/2019
480610000.03.030.016578
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი:

მიზნად ისახავენ    რა    შექმნან    ხელსაყრელი    პირობები    ორმხრივად    მომგებიანი თანამშრომლობისთვის სოფლის    მეურნეობის    სფეროში,    რომელიც    დაეფუძნება ურთიერთპატივისცემას და თანასწორობას,

აღიარებენ რა სოფლის მეურნეობის წამყვან როლს ეკონომიკის განვითარებაში და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში,

აღიარებენ რა გამოცდილების გაზიარების და ყველა დონეზე თანამშრომლობის აუცილებლობას, რათა მხარეთა შორის გამყარდეს ურთიერთობა,

თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი 1

1. მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ შემდეგ სფეროებში:

1. მეცხოველეობა;

2. მემცენარეობა;

3. სურსათის და ცხოველის საკვების უვნებლობა;

4.  მცენარეთა დაცვა და კარანტინი;

5.  ვეტერინარია;       

6.  აგრო-სასურსათო პროდუქციის გადამუშავება.

2. წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მხარეებს შეუძლიათ ითანამშრომლონ საერთო ინტერესის სხვა  სფეროებში.

მუხლი 2

1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ეფექტურად განხორციელების მიზნით მხარეებმა უნდა გამართონ რეგულარული შეხვედრები თანამშრომლობისათვის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრის, სამუშაო პროექტების შემუშავებისა და მხარეთათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისათვის.

2. მხარეები   განსაზღვრავენ   თანამშრომლობის   პრაქტიკულ   ფორმებს   თავიანთ   ქვეყანაში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. წინამდებარე ურთიერთგაგების   მემორანდუმის   ფარგლებში   მხარეების მიერ შეიძლება ინიციირებულ იქნეს ერთობლივი პროექტები და ვიზიტები.    

მუხლი 3

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში წარმოებული თანამშრომლობის  განხორციელებისას  მხარეები  პასუხისმგებელნი  არიან  საკუთარ ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებზე, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული საბიუჯეტო შეზღუდვების ფარგლებში, თუ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა რამ არ არის შეთანხმებული.

მუხლი 4

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით. ამგვარი ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-6 მუხლში მოცემული პირობების შესაბამისად.

მუხლი 5

ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე  ურთიერთგაგების მემორანდუმის გამოყენებასთან და/ან განმარტებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკების და/ან კონსულტაციების  გზით.

მუხლი 6

1. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან.

2. წინამდებარე მემორანდუმის ძალაში შესვლისთანავე, 1993 წლის 1 ივნისს ალმა-ატაში, „ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სახელმწიფო კოოპერატივების ასოციაციას „ყაზპისჩეპრომ“ და საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“  ხელმოწერილი შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას.

3. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი დადებულია განუსაზღვრელი ვადით და ძალაში რჩება მანამდე, სანამ ერთი მხარე მეორე მხარეს 6 (ექვსი) თვით ადრე დიპლომატიური არხების მეშვეობით არ შეატყობინებს მემორანდუმის შეწყვეტის თაობაზე.

4. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას იმ პროექტების მოქმედებასა და ხანგრძლივობაზე, რომელთა განხორციელებაც დაიწყო ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მათ დასრულებამდე.

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შესრულებულია ქ. ნურ-სულთანში, 2019 წლის ___15____ მაისს, ორ დედნად,  ქართულ, ყაზახურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით

ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის

მეურნეობის სამინისტროს სახელით

ხელმოწერილია

_________________________________

ხელმოწერილია

_________________________________