დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „სვიფტის“ (ს/ნ: 405173164) რეგისტრაციის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 928 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 21/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „სვიფტის“ (ს/ნ: 405173164) რეგისტრაციის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 482 მუხლის პირველი პუნქტის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტისა და 481 მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის’’ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის №287/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს შორის ფუნქციების განაწილების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. შპს „სვიფტს“ (ს/ნ: 405173164) გაუუქმდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ნომერი: 0073-2904. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „სვიფტის“ (ს/ნ: 405173164) საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 დეკემბრის №151 განკარგულება. 3. დაიწყოს შპს „სვიფტის“ (ს/ნ: 405173164) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდაცია განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. შპს „სვიფტის“ (ს/ნ: 405173164) ლიკვიდატორად ლიკვიდაციის დასრულებამდე დაინიშნოს ვახტანგ თურნავა (პირადი ნომერი: 01030036992). 5. განკარგულება გამოცემიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge). ასევე, გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს. 6. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 7. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
არჩილ მესტვირიშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები