სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ დივიდენდის გაცემის შესახებ

სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ დივიდენდის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „ლიბერთი ბანკი“
მიღების თარიღი 03/06/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2019
სარეგისტრაციო კოდი
0
03/06/2019
ვებგვერდი, 05/06/2019
სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ დივიდენდის გაცემის შესახებ
სს „ლიბერთი ბანკი“
 

 

სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ

გვინდა გაცნობოთ, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში „ბანკი“) ჩვეულებრივი აქციების 75%-ზე მეტის მფლობელმა აქციონერმა, „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი“-მ (Georgian Financial Group B.V.) (ნიდერლანდების კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი და არსებული კომპანია, რომლის მისამართია Keizersgracht 311, 1016 EE, ამსტერდამი, ნიდერლანდები) 2019 წლის 31 მაისს მიიღო გადაწყვეტილება „ბანკის“ პრივილეგირებული აქციების მფლობელებისთვის 2018 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლის დივიდენდის გაცემის შესახებ, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს ლარში, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

„ბანკის“ კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების მფლობელთათვის 17%-ის ოდენობით პრივილეგირებული აქციების დივიდენდის (შემდგომში „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“) გადახდა:

1. „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის სააღრიცხვო თარიღად განსაზღვრულია 2019 წლის 17 ივნისი;

2. ზემოაღნიშნული თარიღისთვის გამოშვებული 4,565,384 კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციის მფლობელებისთვის გასაცემი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ ჯამურ თანხად განსაზღვრულია 776,115.28 ლარი, ან 0.17 ლარი ერთ ცალ პრივილეგირებულ აქციაზე;

3. „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდის თარიღად განსაზღვრულია 2019 წლის 03 ივლისი. აღნიშნულ დღეს სრულად მოხდება 2018 წლის კუთვნილი „პრივილეგირებული აქციების დივიდენდის“ გადახდა.

სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის

შემსრულებელი ლევან ლეკიშვილი.