„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016314
15
03/06/2019
ვებგვერდი, 07/06/2019
010260020.35.109.016314
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2019 წლის 3 ივნისი

ქ. მარტვილი

 

„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად,   მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №52 დადგენილებაში www.matsne.gov.ge, 15/12/2017 წ., სარეგისტრაციო  კოდი: 010260020.35.109.016257) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან.“;

ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება;

ბ) ზედამხედველობის განყოფილება.“;

გ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება

ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვის, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისთვის წინადადებების მომზადებას;

ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების, დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვას და შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადებას;

გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტების მომზადებას;

დ) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას;

ე) შესაბამის სამსახურებთან ერთად წინადადებების მომზადებას თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, მის წინაშე საკითხის დასმას დამპროექტებელთა და ექსპერტთა ჯგუფების მოწვევის შესახებ;

ზ) წინადადების მომზადებას შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ობიექტების ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად;

თ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით მერიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებას; წინადადების შემუშავებას მშენებლობის პროექტის შესათანხმებლად, მშენებლობისთვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადებას, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვას, წინადადების მომზადებას მათი შეთანხმებისა და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე;

ი) დასახლებებში გარე განათებისა და სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადებას;

კ) წყალდიდობების შედეგების ლიკვიდაციის, ქუჩებისა და ტროტუარების თოვლისა და ყინულისაგან გამწმენდი ღონისძიების დაგეგმვას;

ლ) წინადადების მომზადებას ტერიტორიის კეთილმოწყობის, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების და გამწვანების ზონების მოწყობის შესახებ და მათი განხორციელების ორგანიზებას;

მ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“;

დ) მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს 71 მუხლი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 71. ზედამხედველობის  განყოფილება

ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, წინადადებების შემუშავებას დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერების ან/და დემონტაჟის, ასევე საჯარიმო სანქციების გამოყენების თაობაზე;

ბ) კონტროლის დაწესებას სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვასა (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) და დასახლებებში დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;

გ) გარე რეკლამის განთავსებისთვის, გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირებისთვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს;

დ) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე, შენობა-ნაგებობის ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა ჯიხურებისა და ჭების, კომუნალური მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე;

ე) უკანონო, უსახური და ამორტიზებული კონსტრუქციების განთავსების ფაქტების გამოვლენას და წინადადებების შემუშავებას მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე;

ვ) ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლის განხორციელებას;

ზ) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი, ლანდშაფტური და მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირებას;

თ) გარემოს დაცვის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს;

ი) ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ წინადადებების წარდგენას;

კ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების, დადგენილების პროექტის შედგენას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადებას;

ლ) კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მითითებებისა და დადგენილებების პროექტების მომზადებასა და სამსახურის უფროსისთვის ხელმოსაწერად წარდგენას;

მ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი ზედამხედველობითი ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია