დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.142.016236 |
|
,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.142.016229).
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით: ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”; ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით: ,,მუხლი 1. დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესი დანართის შესაბამისად.”; გ) დადგენილების დანართის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით: „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესი“; დ) დადგენილების დანართის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით: ,,2. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები