სს „ენერგოკავშირის“ მორიგი საერთო კრების მეორე მოწვევის შესახებ

სს „ენერგოკავშირის“ მორიგი საერთო კრების მეორე მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „ენერგოკავშირი“
მიღების თარიღი 03/06/2019
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2019
სარეგისტრაციო კოდი
0
03/06/2019
ვებგვერდი, 04/06/2019
სს „ენერგოკავშირის“ მორიგი საერთო კრების მეორე მოწვევის შესახებ
სს „ენერგოკავშირი“
 

 

განცხადება

სს „ენერგოკავშირის“

მორიგი საერთო კრების მეორე მოწვევის შესახებ

 


 სს ,,ენერგოკავშირი“ იწვევს საზოგადოების აქციონერებს მეორე მოწვევის მორიგ საერთო კრებაზე 2019 წლის 25 ივნისს, სამშაბათს, დღის 12 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, მუხიანის დას. I მ/რ; მე-5 კორპ.

დღის წესრიგი:

1. 2018 წლის წლიური ანგარიში;

2. 2018 წლის დირექტორის ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცება;

3. 2018 წლის სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის წარმოდგენა და დამტკიცება;

4. აუდიტორის არჩევა;

5.  საზოგადოების აქციონერებისათვის უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ საკითხის გადაწყვეტა;

6.  სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა და უფლებამოსილების ვადის განსაზღვრა.

დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და მმართველი ორგანოს წევრების წლიური ანგარიშის პროექტის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ენერგოკავშირი“ს ოფისში.

დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა მმართველი ორგანოსგან, როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით. თუ წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნება მმართველო ორგანოში 2019 წლის 15 ივნისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები (ან მათი წარმომადგენლები), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სს ,,კავკასრეესტრში” 2019 წლის 1 მაისის მდგომარეობით. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ სს „კავკასრეესტრში“ მის:  ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული, თბილისი 0186, ტელ: 222-07-18

 სს „ენერგოკავშირის“

გენერალური დირექტორი     /ვაჟა მაისურაძე/