დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 9 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 31/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016304 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილების (სსმ III, 22.09.2008 წ., №140, მუხლი 1385, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.194) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-10 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალო თვიური ღირებულება აღემატება 50 000 ლარს და არსებობს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის მომეტებული რისკი, რის გამოც, როგორც განსაკუთრებულ შემთხვევაში, გონივრულია დეპოზიტის მოთხოვნა.“; ბ) მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი: ,,გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დეპოზიტის მოთხოვნისას, აღარ არსებობს დეპოზიტის მოთხოვნის წინაპირობა.“.
|
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები