დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 162 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 31/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/06/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017202 |
162
31/05/2019
ვებგვერდი, 03/06/2019
230210000.22.033.017202
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 51-ე მუხლის მე-7 პუნქტის: |
1.
„ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, გარდა ამ პუნქტის „ბ1“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. |
2.
„ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, გარდა ამ ბრძანების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. |
მუხლი 4 |
აქციზური საქონლის მიმართ ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები