„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 26/02/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016490
20
31/05/2019
ვებგვერდი, 05/06/2019
010260020.35.153.016490
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 
მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №20

2019 წლის 31 მაისი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა  და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20  მუხლის მე-4  პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 თებერვლის №8 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 12/02/2019 წ., 010260020.35.153.016478), კერძოდ: აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის

ა)  მე-5 მუხლის სახელწოდება ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით :

„მუხლი 5. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წესი“;

ბ)  მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „ გ“ და „ დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) პირი ითხოვს გამოყოფილი თანხის გაზრდას იმ მოთხოვნაზე, რომელზეც კომისიის მიერ უკვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება;

დ) განცხადების შესწავლის ან საგარანტიო წერილის გაცემამდე კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ პირი გარდაცვლილია;“;

გ)  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საგარანტიო წერილში ცვლილებები კომისიის მიერ ხორციელდება მოსარგებლე პირის/მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, უკვე გაცემული საგარანტიო წერილის დედნის დაბრუნებისას იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია:

ა) სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილის ვადის გაგრძელება ერთჯერადად, საგარანტიო წერილის მოქმედების პერიოდში;

ბ) საგარანტიო წერილში ტექნიკური ხარვეზის გასწორება;

გ) ამავე პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის ოქმის საფუძველზე გაიცემა ახალი საგარანტიო წერილები, რომლის ვადა აითვალება შესაბამისი ოქმის თარიღიდან.“;

დ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შედგენილი აქტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე