დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
" ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ " ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის N 39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 9 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 31/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.151.016278 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2577განკარგულებია„ ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №554 განკარგულებისა და „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 იანვრის №45 განკარგულების შესაბამისად,
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 დეკემბრის № 39 დადგენილებაში (www matsne.gov.ge 01. 01. 2019, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35. 151. 016267) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11798,7 ათასი ლარის ოდენობით
“. 4. დადგენილებთ დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3383,7 ათ. ლარის ოდენობით:
“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6646,4 ათასი ლარის ოდენობით:
“. 6. დადგენილებიღ დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 11918,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 11918,2 ათასი ლარის ოდენობით:
“. 7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში , თანდართული რედაქციით:
“. 8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამულო კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დასუფთავების ღონისძიებები, საკანალიზაციო და წყლის სისტემების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის ღონისძიებები და არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები შეესაბამებოდეს სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. პროგრამის აღწერა: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვნ მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე იგეგმება: დაბა სტეფანწმინდაში ილია ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება,სოფ. სიონისა და სოფ. გარბნის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია, სოფ.ყანობთან მისასვლელი ხიდის მშენებლობის დასრულება, სოფ. სნოს და სიონის შიდა გზების რეაბილიტაციის დასრულება, კობათ უბნის ნაპირსამაგრის მშენებლობა,დ.გუდაურში მარკოპოლამდე მისასვლელი გზის,სოფ.არშის,სოფ. ცდოს და სოფ. გორისციხის გზების რეაბილიტაცია, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მგზავრთა შეუფერხებელი,კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული გზების რაოდენობა, მოსახლეობის კმაყოფილება. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა - შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კომუნალური სერვისების გამართული ფუნქციონირება და ამ სერვისებით მოსახლეობის მაქსიმალური მოცვა. პროგრამის აღწერა: პროგრამა მოიცავს წყლის სისტემების ,გარე განათების და დასუფთავების სერვისების მიწოდებას.არსებული სიტუაციით მუნიციპალიტეტში სრულად ვერ ხდება აღნიშნული სერვისების ხარისხიანი მიწოდება მოსახლეობისათვის.რისთვისაც საჭიროა აღნიშნული მიმართულებებით სხვადასხვა ღონისძიებების გატარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კომუნალური სერვისებით უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. შეფასების ინდიკატორები: კომუნალური სერვისებით უზრუნველყოფილი მოსახლეობის ხვედრითი წილი მთლიან მოცულობაში.მოსახლეობის კმაყოფილება. 1.2.1. გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის მიზანი: გარე განათების ქსელის გამართული ფუნქციონირება. ქვეპროგრამის აღწერა: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია-დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება და მოვლა-პატრონობის ხარჯები.გარე განათების მოვლა პატრონობას უზრუნველყოფს ა(ა) იპ "ყაზბეგის კეთილმოწყობის" სამსახური. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: განათებული ტერიტორია. შეფასების ინდიკატორები: სანათი წერტილების რაოდენობა,რომელთაც გაეწია მომსახურება.მოსახლეობის კმაყოფილება. 1.2.2. წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 02 ) ქვეპროგრამის მიზანი: წყლის სისტემის გამართული ფუნქციონირება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობისათვის წყლის მიწოდების ხელშეწყობა, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: სოფ.ხურთისის წყლის და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა,სოფ.სოფ გარბნის, არშის, ახალციხის, სიონის, ცდოს, სნოს, გორისციხის, არშის, ფანშეტის, კარკუჩის და ყანობის წყლის სისტემის და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია. გათვალისწინებულია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ხარჯი. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: ხარისხიანი წყლით უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. შეფასების ინდიკატორი: წყლით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა,მოსახლეობის კმაყოფილება. 1.2.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის მიზანი: სანიტარიული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან;სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნარჩენების დაგვა-დასუფთავება და მისი ოპერატიულად გატანა, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების მოვლა და გამწვანების სამუშაოების ჩატარება,სასაფლაოების მოვლა- პატრონობა.დასუფთავების მომსახურებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ "ყაზბეგის კეთილმოწყობის"სამსახური. გათვალისწინებულია აგრეთვე სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული „ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის „ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სესხის პროცენტი. მოსალოდნელი შუალედური შედეგი: დასუფთავებული ტერიტორია და გაუმჯობესებული სანიტარული მდგომარეობა. შეფასების ინდიკატორები: გატანილი ნარჩენების საერთო რაოდენობა.მოსახლეობის კმაყოფილება. 1.2.4 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ხელშეწყობა" (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია კომუნალური სერვისების გამართული ფუნქციონირება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა მოიცავს დ.სტეფანწმინდაში სასაფლაოების და მისი ტერიტორიის მოვლა პატრონობას,მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამწვანებას,საგზაო ნიშნების მოწყობას ,ზამთრის სეზონზე მუნიციპალური გზების გაწმენდას თოვლის საფარისგან,რაიონის სოფლებში წყალსადენის მოვლა პატრონობას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კომუნალური სერვისებით უზრუნველყოფილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. შეფასების ინდიკატორები: კომუნალური სერვისებით უზრუნველყოფილი მოსახლეობის ხვედრითი წილი მთლიან მოცულობაში,მოსახლეობის კმაყოფილება. 1.2.5 საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურება (პროგრამული კოდი 03.02.05) ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ღონისძიებების ხარისხიანობის უზრუნველყოფა ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის ,სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა.კერძოდ გათვალისწინებულია: სოფ.ყანობთან მისასვლელი ხიდის მშენებლობის, სოფ.სიონის და სოფ. გარბნის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციის,სოფ. არშის,სოფ. ცდოს და გორისციხის გზის რეაბილიტაციის, ილია ჭავჭავაძის ქუჩის,სოფ.ხურთისის წყლის და საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის,რაიონის 11 სოფელში წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის, სოფ.კობის და დაბის მეორე ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაციის , სოფლებში რიტუალების სახლების რემონტის ზედამხედველობის მომსახურება. შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული ობიექტების რაოდენობა,კმაყოფილი მოსახლეობა. 1.2.6 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მდებარე შენობების რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბა სტეფანწმინდაში არსებული ექვსი კორპუსისა და სოფ. არშაში არსებული ერთი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ადმინისტრაციულ შენობაში მოეწყობა მომსახურების ბიურო, მოხდება დაბის მეორე ადმინისტრაციული და სოფ. კობის ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია. შეფასების ინდიკატორები: გარემონტებული შენობების რაოდენობა,კმაყოფილი მოსახლეობა. 1. 3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში არსებულ საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობაა, რომლებიც ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა. 1. 3. 1 გუდაურში ე.წ. „გადასახედის“ რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01) აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს დაბა გუდაურში ე. წ. "გადასახედის" რეაბილიტაციას. დაგეგმილია ე.წ. „ გადასახედთან“ პარკინგის მოწყობა. 1. 3. 2 სასწრაფოს განთავსებისათვის ახალი შენობის მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 03 02) პროექტი ითვალისწინებს დაბა გუდაურში სასწრაფოსათვის შენობის დაქირავებას,სოფ. სოფ. სიონში,სნოში და გორისციხეში ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და დაბა სტეფანწმინდაში სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების „ რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობას. 1. 4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელების ხელშეწყობა. პროგრამის აღწერა: პროგრამა ახორციელებს მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა–რეაბილიტაციას და ექსპლოატაციას. გათვალისწინებულია: სოფლებში რიტუალების სახლების რეაბილიტაცია ,მათი კომუნალური ხარჯების დაფარვა.გათვალისწინებულია აგრეთვე სოფ.ცდოში სოფლის სახლის მშენებლობა. განახლდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფა. საქართველოს მთავრობის №45 22/01/2019 წლის განკარგულების საფუძველზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხით 352,0 (სამას ორმოცდათორმეტი) ათ.ლარით მოეწყობა: სკვერები-სოფ.სოფ. სიონში,არშაში,ფხელშეში და ხურთისში. გარემონტდება წყლის სისტემები და სათავე ნაგებობები სოფლებში-ცდო, გველეთი, ქოსელი, ფანშეტი, კობი, გაიბოტენი,თოთი,კართსოფელი,კეტრისი,უხათი,გიმარა,ტეფი ცოცოლთა და ალმასიანი. სახიდე გადასასვლელი მოეწყობა სოფ. სოფ. სტუატისში ნოგყაუში, გორისციხეში და ქვემო ოქროყანაში. სასაფლაოების შემოღობვა მოხდება სოფ. ვარდისუბანში, კარკუჩა, ყანობი და ტყარშეტში. თავშეყრის ადგილები მოეწყობა სოფ. ახალციხეში და სოფ. გარბანში.სოფ. აბანოში გზის მოხრეშვა, დ. გუდაური- ქულისციხეში სპორტული მოედანი,სოფ. სნოში სპორტდარბაზი, სოფ. ჯუთაში საზოგადოებრივი საპირფარეშო და სოფ. აჩხოტში სპორტული ინვენტარის შეძენა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კეთილმოწყობილი სოფლები,კმაყოფილი მოსახლეობა. შეფასების ინდიკატორები: მხარდაჭერილი პროექტების რაოდენობა 1.5 განაშენიანების გეგმა (ორგანიზაციული კოდი 03 05) პროგრამის მიზანი : ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სივრცითი მოწყობა. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში მოხდება სტრატეგიული განვითარების ხედვის დოკუმენტაციის შესყიდვა, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სივრცით მოწყობას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: სტრატეგიულად განვითარებული მუნიციპალიტეტის ტერიტორია. 1.6 უსახური შენობების დემონტაჟი (ორგანიზაციული კოდი 03 06 ) პროგრამა ითვალისწინებს გუდაურთან მისასვლელი გზის მიმდებარედ უსახური შენობების დემონტაჟს. 9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის მეორე პუნქტის 2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2.2 საჯარო სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ძირითადი აქტივების მშენებლობა,არსებულის მიმდინარე შეკეთება და მოვლა-პატრონობა. გათვალისწინებულია სოფ. არშის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება, დაბა გუდაურში საბავშვო ბაღის მშენებლობა, „საქართველოს მთავრობის განკარგულების 18/01/2019 წლის №13 საფუძველზე 310.0(სამას ათი) ათასი ლარით დაბა სტეფანწმინდაში საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: სკოლისთვის მზადმყოფი ბავშვების რაოდენობა. შეფასების ინდიკატორი: კმაყოფილი მოსახლეობა. 10. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ყაზბეგის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები