დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 31/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.117.016450 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის N62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №62 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.117.016431) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი.
|
მუხლი 2.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება.
|
მუხლი 3.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 14088,6 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 7431,4 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6177,7 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 479,5 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 7.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7446,1 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 8.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9037,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში.
|
მუხლი 10.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2395.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 2395.0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული სარეზერვო ფონდი 34,6 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 521,8 ათასი ლარი, მათ შორის:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 65,3 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 74.7 ათასი ლარი; გ) ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა და საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 381,8 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2019 წლისთვის, პროგრამები/ქვეპროგრამები |
მუხლი 16.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტებია:
1. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს და ქვეპროგრამებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, ჯილდო, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, ვალების დაფარვის ხარჯებს. მმართველობითი სფეროს რეფორმა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის. ასევე იგეგმება გარკვეული რეფორმები, რომელიც განხორციელდება რამოდენიმე მიმართულებით: 1. ახალი სტრუქტურის, დებულებებისა და სამუშაოთა აღწერილობის შექმნა; 2. მმართველობითი გუნდის მუშაობის შეფასების შიდა და გარე სისტემების შექმნა; 3. მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებისას მოსახლეობის ჩართულობის სისტემების შექმნა; 4. საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება; 5. ქონების მართვის სისტემის გაუმჯობესება; 6. მიმდინარე პროცესების მართვა და სხვა. 2. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება. 2.1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 3. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და შემდგომი გაუმჯობესება, რაც პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (როგორიცაა გზების, გარე განათების, წყლის სისტემების და სხვა) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას, რაც წინაპირობაა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სახვა დარგების განვითარეიასა. 3.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, ტრანსპორტის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01) დაგეგმილია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ქუჩებისა და გზების, საყრდენი კედლების, ბოგირების და სანიაღვრეების მოწყობისა და მოვლა-შენახვის სამუშაოები, თოვლწმენდა, სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურება. 3.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვასა და მის ექსპლოატაციასთან და განახლებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია-მოწყობა. კეთილმოეწყობა და მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს შემდეგი ქვეპროგრამები: 3.2.1. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 01) მოხდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გარე-განათების ელექტროენერგიის ღირებულების დაფინანსება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. 3.2.2. დასუფთავების ღონისძიებების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამა მოიცავს დასუფთავების მანქანების მოვლა-შენახვისათვის, მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში გადაყვანისა და ნაგვის პატარა ბუნკერების შეძენის ღონისძიებებს, სოფელ ურავის სამთო ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მავნე ნარჩენების საკონსერვაციო სამუშაოების მეორე რიგის სამუშაოებს. 3.2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში განთავსებული საზოგადოებრივი სივრცეების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის, სპორტული მოედნების, ფანჩატურების, ეზოს ტრენაჟორების, სკვერებში სკამების დადგმის, სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოები, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობისა და რეაბილიტაციის ღონისძიებები, ქალაქ ამბროლაურში მდებარე საცურაო აუზის, საჭიდაო დარბაზის ჭერის, ტურიზმის შენობის და შშმ პირებისათვის დღის საგანმანათლებლო ცენტრის ფართის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აგრეთვე ქალაქ ამბროლაურში კოსტავას ქუჩის მიმდებარედ არსებული ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები და სხვა კეთილმოწყობის სამუშაოები. 3.2.4. სანიაღვრე არხების და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება რეგიონალური ფონდის მიერ დაფინანსებული ქალაქის კანალიზაციის ქსელის მეორე რიგის და სხვა სამუშაოების თანადაფინანსება. 3.2.5. წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები, გადაიხდება მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება, შეძენილი იქნება ტრაქტორი. 3.3 სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მეთევზეობა და მონადირეობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის მიზანი: სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სხვა სამუშაოების წარმოება. პროგრამას ახორციელებს 3.3.1. სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაციის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 03 03 01) 3.4. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03.04) დაფინანსდება სოფლების მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები. 3.5. პროექტირებისა და ტექნიკური ზედამხედველობის დაფინანსების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ტექნიკური ზედამხედველობის და საპროექტო სამუშაოების დაფინანსება. 3.6. ა(ა)იპ – მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელის მოვლა-შენახვის ცენტრი (პროგრამული კოდი 03 06) გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წყალსადენების მოვლა-შენახვის ღონისძიებები. 3.7. ა(ა)იპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახური (პროგრამული კოდი 03 07) გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების გატანის, ხეების მოჭრის, სანიაღვრე არხების გაწმენდის, ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლების, დასუფთავებასთან დაკავშირებული მოსაკრებლების ამოღების, ჯარიმების ადმინისტრირების, სასაფლაოების მოვლა-შენახვის, გამწვანების, გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაციისა და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. 4. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა სკოლამდელი განათლების დონეზე იწყება. მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო მიმართულებები სრულ თანხვედრაში იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ რეფორმებთან. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები რეფორმირდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად და დაიწყება განათლების ხარისხის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა, რათა მყარი საფუძველი შეიქმნას აღსაზრდელების სასკოლო განათლების მისაღებად მომზადებისთვის. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზია, აღსაზრდელების უსაფრთხოება და საუკეთესო ინტერესების დაცვა. გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი. ეროვნულ დონეზე შექმნილი სკოლამდელი განათლების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტები გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტში განვითარების მიმდინარეობის შესაფასებლად. გაგრძელდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება და არსებულის გაუმჯობესება. აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა, დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიების განვითარება, პროფესიაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა. 4.1. ა(ა)იპ – ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანი: სკოლამდელი ასაკის ბავშვების სკოლისთვის მზაობა პროგრამის აღწერა: პროგრამამ უნდა უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირება, რომელიც გულისხმობს შემდეგი ღონისძიებების გატარებას: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა, სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. 4.2. ა(ა)იპ – ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი (პროგრამული კოდი 04 02) მოსწავლე-ახალგაზრდების ზოგადი განათლების გაღრმავების მიზნით დაფინანსებულია სკოლისგარეშე აღმზრდელობითი ღონისძიების პროგრამა. პროგრამაში ჩართულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები. პროგრამაში გათვალისწინებულია, მოსწავლეთა მოთხოვნის შესაბამისად სასწავლო, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები. 4.3. სკოლების რეაბილიტაცია და ტრანსპორტი (პროგრამული კოდი 04.03) პროგრამის ფრაგლებში მოხდება საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანპორტით უზრუნველყოფა. 5. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების პროგრამა (პროგრამული კოდი 05 00) სპორტის, ახალგაზრობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განავითაროს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც შესაბამისი სამსახურის, ასევე კულტურის სფეროში შექმნილი ა(ა)იპ-ების მიერ. 5.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის მიზანი: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება-პოპულარიზაცია პროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია, საქართველოს ნაკრების, ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, პირველობები, თასების გათამაშებები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები) სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნულ ფედერაციებთან, სპორტულ ასოციაციებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სპორტული დანიშნულების ობიექტების აღდგენა, მშენებლობა. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა. პროგრამა ასევე მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე, ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე ნაკრები გუნდების წევრთა მიერ საპრიზო ადგილების დაკავებას. სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინებას საერთაშორისო ტურნირებზე; ქართული საბრძოლო ხელოვნების ხელშეწყობას; მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაზე და ქალთა სპორტის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობას. მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებებისათვის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მატერიალური წახალისებას, ადგილობრივი ფედერაციების საჭირო ინვენტარით და სპორტსმენთა ეკიპირებით უზრუნველყოფას. მუნიციპალიტეტში მასობრივი სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის გაზრდის მიზნით იგეგმება სხვადასხვა სახეობებში სპორტული კლუბების ხელშეწყობა და განვითარება საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზებზე და სხვა პროგრამას ახორციელებს: 5.1.1. ა(ა)იპ ამბროლაურის სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტულ სახეობათა სწავლების, სპორტსმენების საშეჯიბრო მივლინების ხარჯების, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და შეჯიბრებების დაფინანსება, შეძენილი იქნება სპორტული ინვენტარი. 5.1.2. ა(ა)იპ – ამბროლაურის ჭიდაობის კლუბი „ფალავანი“ (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ჭიდაობის განვითარების დაფინანსება, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივ და გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობა. 5.1.3. ა(ა)იპ – ამბროლაურის საცურაო აუზი (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ცურვის განვითარების დაფინანსება, 5.1.4. ა(ა)იპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი რაჭა (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარების დაფინანსება, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივ და გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობა. 5.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითარება და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს: სახელმწიფო, სახალხო, რელიგიური დღესასწაულებისა და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების აღნიშვნას, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ტრადიციების მაქსიმალური შენარჩუნება, რათა სასიამოვნო და დაუვიწყარი გარემო შეიქმნას როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც. ხელოვანების ღირსეულად წარმოჩენასა და მათი შემოქმედების ხელშეწყობას, ფესტივალების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების ხელშეწყობას, დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებთან კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება-გაფართოების მიზნით სპეციალური გაცვლითი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებას, თავისუფალი თეატრალური პროექტების ხელშეწყობას, საგამომცემლო საქმიანობისა და კულტურულ საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობას, სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულების განვითარებას, როგორიცაა: თეატრი, სახვითი ხელოვნება, სამუსიკო სფერო თუ ლიტერატურა, მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში სხვადასხვა თაობის ხელოვანების ჩართულობა, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის მომზადება და სხვა. პროგრამის განმახორციელებელია: 5.2.1. ა(ა)იპ ამბროლაურის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღირსეული გაგრძელების პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ფინანსური მხარდაჭერა, განხორციელდება კულტურული ღონისძიებები კერძოდ: სადღესასწაულო, გასართობი და სანახაობითი. დაფინანსდება კულტურის სახლთან არსებული თეატრი და ანსამბლები, ბიბლიოთეკები, სახვითი ხელოვნების მუზეუმი; 5.2.2. ა(ა)იპ – ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 02) გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა. ადგილობრივ და სხვა ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა და მასში ახალგაზრდების ჩართვა. 5.2.3. ა(ა)იპ – სკოლისგარეშე სახელოვნებო-სააღმზრდელო დაწესებულება ამბროლაურის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 03) გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ კულტურულ ღონისძიებების ფარგლებში და საქართველოს მასშტაბით გამართულ გამოფენებში მონაწილეობა და სხვა. 5.2.4. გაზეთის მომსახურების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება საგამომცემლო მომსახურების შესყიდვა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალ-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და მოსახლეობისათვის აქტუალური ინფორმაციების გასაშუქებლად. 5.2.5. ა(ა)იპ – ტურისტული ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისა და რეგიონში არსებული კულტურულ-ისტორიული და ბუნებრივ ძეგლთა პოპულარიზაცია, ტურისტების მოზიდვა, ადგილობრივი ტურიზმის განვითარება, შიდა და საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება. 5.3. ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ღონისძიებების დაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის მიზანი: ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის აღწერა: პროგრამა გულისხმობს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების ღირსეულად წარმოჩენას, მათ ხელშეწყობას და მათი პროექტების მეშვეობით კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ღვაწლმოსილი ხელოვანების სათანადოდ დაფასებასა და მათი შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას, სახელმწიფო და სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნას ტრადიციების შენარჩუნების გათვალისწინებით და მოსახლეობისა და ტურისტებისათვის სასიამოვნო და დაუვიწყარი გარემოს შექმნას, რაც დღესასწაულების ფარგლებში სხვადასხვა ჟანრის ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი. პროგრამის განმახორციელებელია ქვეპროგრამები და ღონისძიებები: ახალგაზრდული ღონისძიებათა დაფინანსების, საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების, წოდებების და ჯილდოების მინიჭების შესახებ განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსწავლეების ბანაკში დასვენების მუნიციპალური და „უანგარო მზრუნველის“ წოდების მინიჭების შესახებ. პროგრამას ახორციელებს შემდეგი ქვეპროგრამები: 5.3.1. კულტურის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 03 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების ღირსეულად წარმოჩენის მიზნით, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ღვაწლმოსილი ხელოვანების სათანადოდ დაფასებასა და მათი შემოქმედებითი საღამოების ორგანიზებას, სახელმწიფო და სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებების აღნიშვნას ტრადიციების შენარჩუნების გათვალისწინებით და მოსახლეობისა და ტურისტებისათვის სასიამოვნო და დაუვიწყარი გარემოს შექმნას. 5.3.2. ახალგაზრდული ღონისძიებათა დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდული ინიციატივების, ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობას, გასართობი, შემეცნებითი, სპორტული ღონისძიებების პოპულარიზების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი აქტივობების მხარდაჭერას, რაც გაზრდის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ახალგაზრდობის ჩართულობას. იგი ორიენტირებულია: მასობრივი სპორტის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე, საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე, მოსახლეობის მაქსიმალურ ინკლუზიაზე მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში. იგი ასევე გულისხმობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ქ.ამბროლაურში მდებარე სხვადასხვა პროფილის სკოლისგარეშე დაწესებულებების სასწავლო პროგრამებზე თანაბარი წვდომის ხელშეწყობას. 5.3.3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება (პროგრამული კოდი 05 03 03) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, მიანიჭებს „ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდებას არაუმეტს 5 ადამიანს. პიროვნებას, რომელიც მიიღებს „ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდებას, გადაეცემა სიგელი და ჯილდო. 5.3.4. წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების ღონისძიებები განათლების სფეროში (პროგრამული კოდი 05 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განათლების სფეროს წარმომადგენლებს მიენიჭებათ საპატიო წოდებები და გადაეცემათ ფულადი ჯილდოები, ასევე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს (პირველ კურსელებს) დაუფინანსდებათ უმაღლესი განათლების მიღება. 5.3.5. წოდებების და ჯილდოების მინიჭების ღონისძიებები კულტურისა და სპორტის სფეროში (პროგრამული კოდი 05 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს მიენიჭებათ წოდებები, გადაეცემათ სიგელები და ფულადი ჯილდოები. 5.3.6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსწავლეების ბანაკში დასვენების მუნიციპალური პროგრამა (პროგრამული კოდი 05 03 06) ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სტიმულირება, ხელშეწყობა და მათი ადაპტირება საზოგადოებაში. მათ მიეცემათ საშუალება გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, შესაძლებლობები, შეხედულებები ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ და იყვნენ მეტად ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ჩამოყალიბდნენ აქტიურ მოქალაქეებად და გამოიჩინონ ინიციატივა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის პროცესში, რადგან ახალგაზრდობაა ის ძალა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს და უზრუნველყოფს მის განვითარებას. 5.3.7. „უანგარო მზრუნველის“ წოდების მინიჭება (პროგრამული კოდი 05 03 07) ქვეპროგრამის მიზანია საზოგადოებაში წახალისებულ იქნას მუნიციპალიტეტისთვის სასარგებლო საქმიანობა, ასევე ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამბროლაურზე ზრუნვისაგან შეიძლება იყოს განპირობებული. პროგრამის არსი მდგომარეობს დევიზში: „ჩემი პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ ის, რასაც ვაკეთებ, არამედ ისიც, რისი გაკეთებაც შემეძლო და არ გავაკეთე“. 6. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) ჯანდაცვის მიმართულებით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, რომელიც გაგრძელდება ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული რეკომენდაციის შესაბამისად. მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველ ფენის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისებზე. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვას გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. პრიორიტეტი მოიცავს 3 პროგრამას: 6.1. ა(ა)იპ – ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოპერატიული (EPHo-10) ფუნქციების განხორციელების გზით; პროგრამის აღწერა: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა და მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის, სამედიცინო სტატისტიკური მასალის მოპოვება და წარდგენა დკსჯე ცენტრში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება, დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა, პრევენციული ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას, გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ინფექციათა კონტროლისა და პროფილაქტიკის, სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შერჩევითი კონტროლის განხორციელება. წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის რუტინული მონიტორინგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ტუბერკულოზისა და “C” ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და სხვა. 6.2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის მიზანი: იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ, აგრეთვე მომსახურების იმ ნაწილის დაფინანსება, რომელიც არ/ან ნაწილობრივ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახის დაზღვევით. პროგრამა მოიცავს სამედიცინო მომსახურების შემდეგ ქვეპროგრამებს: 6.2.1. ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურება (მედიკამენტური მკურნალობა), ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დიეტური კვებით მკურნალობის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების (მედიკამენტური მკურნალობა) ქვეპროგრამით მოსარგებლე პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა დაფინანსდება წლიური 100 (ასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე, ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დიეტური კვებით მკურნალობის ქვეპროგრამით მოსარგებლე პაციენტი დაფინანსდება წლიური 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 6.2.2. ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსება/თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამით მოსარგებლეა ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კვლევები და სხვა. მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 6.2.3. ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამით მოსარგებლე პირი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წლიური ლიმიტით არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. 6.2.4. ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამით მოსარგებლეა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული მკურნალობა და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, წლიური 1000 (ათასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 6.2.5. C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 500 (ხუთასი) ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 6.2.6. ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანდება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 6.3 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამის მიზანი: მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; პროგრამის აღწერა: სოციალური პროგრამების ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის (მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ, უსახლკარო და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები) სოციალური საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდება. გაგრძელდება „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარება; პროგრამას ახორციელებს შემდეგი ქვეპროგრამები: 6.3.1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება და საახალწლოდ და სააღდგომოდ სასურსათო პაკეტით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03 01) ყოველდღიური, უფასო, ერთჯერადი კვების მომსახურება გაეწევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს. 6.3.2. ახალშობილთა და ახლად შექმნილი ოჯახების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 02) ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახალშობილის მშობელზე (პირველი და მეორე ბავშვზე – 400 ლარი, მესამე და მომდევნო ბავშვზე – 450 ლარი, ხოლო ტყუპებზე - 900 ლარი), ახლად დაქორწინებულ წყვილზე – 1000 ლარი. 6.3.3. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03 03) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისათვის გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 6.3.4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარება, შშმ პირთა ზრუნვის ხელშეწყობა, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 04) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ოჯახზე/წარმომადგენელზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით, შშმ პირთა ზრუნვის ხელშეწყობა ყოველთვიურად 200 (ორასი) და 100 (ასი) ლარი, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა ფინანსური დახმარება ყოველთვიურად ფინანსდება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 6.3.5. ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 05) 2018-2019 წლებში ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებულ ზარალისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, უსახლკაროდ დარჩენილ დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი სახლი, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება დაზიანების ხარისხის მიხედვით, არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 6.3.6. მრავალშვილიან (სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი) ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 06) მრავალშვილიან (სამი და მეტი 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მშობლებზე (საჭიროების შემთხვევაში მშობელზე) 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. 6.3.7. მარჩენალდაკარგული (0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 07) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარჩენალდაკარგულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ოჯახზე/წარმომადგენელზე: ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – მშობელზე – 250 (ორას ორმოცდაათი), ხოლო ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – წარმომადგენელზე – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 6.3.8. უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03 08) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე უსახლკარო პირთა ოჯახებზე, რომლებიც სტიქიური მოვლენების და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო დარჩნენ უსახლკაროდ და ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი, ბინის ქირისათვის ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა. 6.3.9. მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 09) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობელს, რომელსაც ჰყავს 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი, მიეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 6.3.10. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 10) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანზე, 200 (ორასი) ლარის ოდენობით; 6.3.11. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 11) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებზე, სადაც არ ცხოვრობს შრომისუნარიანი მამაკაცი და ოჯახს არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა ზამთრის სეზონისათვის საშეშე მერქნის შესაძენად, საშეშე მერქანი გაიცემა არაუმეტეს 5მ3-ისა. 6.3.12. 100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 12) ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ მოქალაქეებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა 200 (ორასი) ლარის ოდენობით. |
თავი III
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით.
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 18 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 19 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 20 |
2019 წლის განმავლობაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 21 |
1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული თანხების გაცემა მოხდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 22 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 23 |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 521,8 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 65,3 ათასი ლარი; ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 74,7 ათასი ლარი. გ) ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა და საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 381,8 ათასი ლარი. 2. ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 69–ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 24 |
2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 34,6 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
დოკუმენტის კომენტარები