„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა -პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016543
22
31/05/2019
ვებგვერდი, 04/06/2019
010250020.35.122.016543
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა -პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2019 წლის 31 მაისი

ქ. წყალტუბო

,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა -პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა -პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 იანვრის  №11 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016180.  01/04/2014)  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მეორე პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ახალი სასაფლაოების გახსნა

2. ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს სულ მცირე 100 მეტრის (ასი მეტრის) დაშორებით საკარმიდამო მიწის ნაკვეთებიდან, საცხოვრებელი შენობებიდან, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტიდან, სარეკრეაციო ტერიტორიიდან  და დასასვენებელი ადგილებიდან, ხოლო თუ ახალი სასაფლაოს მოწყობა (გახსნა) ხდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთებიდან, საცხოვრებელი შენობებიდან 100 მეტრის რადიუსში, სასაფლაოს გახსნით დაინტერესებული პირის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობაში წარდგენილი უნდა იქნეს ამ მონაკვეთში არსებული მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი შენობის მესაკუთრეთა  უმრავლესობის (არანაკლებ 2/3-ის) ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიპაატა ახალაძე